https://sputnik-georgia.com/20260918/tbilisis-barebsi-50-ze-meti-bavsvi-moiwamla-rogoria-mati-mdgomareoba-300662615.html
თბილისის ბაღებში 50-ზე მეტი აღსაზრდელი მოიწამლა: როგორია ბავშვების მდგომარეობა
თბილისის ბაღებში 50-ზე მეტი აღსაზრდელი მოიწამლა: როგორია ბავშვების მდგომარეობა
Sputnik საქართველო
საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის ჩხრეკა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა რამდენიმე ბაღში და ბაგა-ბაღებისთვის საკვები პროდუქტების... 18.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-18T14:52+0400
2026-09-18T14:52+0400
2026-09-18T14:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
სურსათის ეროვნული სააგენტო
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23047/80/230478073_0:134:1200:809_1920x0_80_0_0_cbc1ae1ced484f9382d947e84b52da85.jpg
თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების 14 აღსაზრდელი ციციშვილის ბავშვთა კლინიკაშია მოთავსებული, მათი ნაწილის მდგომარეობა უკვე დამაკმაყოფილებელია, განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ.დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები გამოუვლინდა. მათ სამედიცინო დახმარებისთვის თბილისში მდებარე 6 სამედიცინო დაწესებულებას მიმართეს.ექიმის ინფორმაციით, 14-ვე ბავშვი საავადმყოფოში პირ-ღებინებით შევიდა, მათი ნაწილის მდგომარეობა უკვე დამაკმაყოფილებელია.თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, თბილისის შვიდ ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ეს ბაღებია - 59-ე, 124 -ე, 22-ე, 109-ე, 46 -ე, 121-ე და 79-ე.ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად დაიწყო მოკვლევა დაიწყო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ.სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა ბაგა-ბაღებიდან და სურსათის მიმწოდებელი კომპანიებიდან სურსათის ნიმუშები აიღეს და გამოსაკვლევად ლაბორატორიაში გადააგზავნეს. სააგენტო ლაბორატორიული კვლევის შედეგებს მიღებისთანავე გაასაჯაროვებს.თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე შეტყობინების მიღებისთანავე გამოძიება დაიწყო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმაც. მათი ინფორმაციით,საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები მათ შორის, ჩხრეკა მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა 4 ბაგა-ბაღსა და ბაგა-ბაღებისთვის საკვები პროდუქტების მიმწოდებელ 3 კომპანიაში.საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც სავარაუდოდ ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 198-ე მუხლით, ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23047/80/230478073_0:21:1200:921_1920x0_80_0_0_16b99784153d37157ce77eb9536f7037.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, სურსათის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, სურსათის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება
თბილისის ბაღებში 50-ზე მეტი აღსაზრდელი მოიწამლა: როგორია ბავშვების მდგომარეობა
საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის ჩხრეკა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა რამდენიმე ბაღში და ბაგა-ბაღებისთვის საკვები პროდუქტების მიმწოდებელ 3 კომპანიაში.
თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების 14 აღსაზრდელი ციციშვილის ბავშვთა კლინიკაშია მოთავსებული, მათი ნაწილის მდგომარეობა უკვე დამაკმაყოფილებელია, განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები გამოუვლინდა. მათ სამედიცინო დახმარებისთვის თბილისში მდებარე 6 სამედიცინო დაწესებულებას მიმართეს.
ექიმის ინფორმაციით, 14-ვე ბავშვი საავადმყოფოში პირ-ღებინებით შევიდა, მათი ნაწილის მდგომარეობა უკვე დამაკმაყოფილებელია.
„მძიმე მდგომარეობა არცერთს არ აქვს. ღამის განმავლობაში ეტაპობრივად შემოდიოდნენ ღებინებით. სხვადასხვა ბაგა-ბაღების აღსაზრდელები არიან. 14-ვე ბავშვი გასტროენტერიტით არიან შემოსულები. ვერაფერს ვერ დავუკავშირებთ ჯერ“, - განაცხადა მედიკოსმა.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, თბილისის შვიდ ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ეს ბაღებია - 59-ე, 124 -ე, 22-ე, 109-ე, 46 -ე, 121-ე და 79-ე.
ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად დაიწყო მოკვლევა დაიწყო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ.
სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა ბაგა-ბაღებიდან და სურსათის მიმწოდებელი კომპანიებიდან სურსათის ნიმუშები აიღეს და გამოსაკვლევად ლაბორატორიაში გადააგზავნეს. სააგენტო ლაბორატორიული კვლევის შედეგებს მიღებისთანავე გაასაჯაროვებს.
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე შეტყობინების მიღებისთანავე გამოძიება დაიწყო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმაც. მათი ინფორმაციით,
საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები მათ შორის, ჩხრეკა მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა 4 ბაგა-ბაღსა და ბაგა-ბაღებისთვის საკვები პროდუქტების მიმწოდებელ 3 კომპანიაში.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც სავარაუდოდ ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 198-ე მუხლით, ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.