https://sputnik-georgia.com/20260918/singapuris-aeroportis-operatorma-vazianis-aeroportis-martvit-daintereseba-gamotqva-300654249.html
სინგაპურის აეროპორტის ოპერატორმა ვაზიანის აეროპორტის მართვით დაინტერესება გამოთქვა
სინგაპურის აეროპორტის ოპერატორმა ვაზიანის აეროპორტის მართვით დაინტერესება გამოთქვა
Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობა ვაზიანში ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო კლასის აეროპორტის აშენებას გეგმავს. 18.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-18T11:33+0400
2026-09-18T11:33+0400
2026-09-18T11:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23006/55/230065543_0:0:3119:1754_1920x0_80_0_0_342bb39878f1f901574711765fe441e1.jpg
თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. სინგაპურის აეროპორტის ოპერატორი, კომპანია Changi Airports International მონაწილეობას მიიღებს ვაზიანში ახალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მართვის ტენდერში, ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.Changi Airport Group (CAG), რომელიც 2009 წელს სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო მართვის კორპორატიზაციის შედეგად შეიქმნა, მართავს ჩანგის აეროპორტს, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო აეროპორტად არის აღიარებული. თავისი შვილობილი კომპანიის მეშვეობით, კომპანია ასევე აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს და მსოფლიოს მასშტაბით ათობით საერთაშორისო აეროპორტის მართვის კონსულტანტის ფუნქციას ასრულებს.ტენდერში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა კომპანია Changi Airports International-ის აღმასრულებელმა დირექტორმა იუჯინ განმა და BluFive Capital-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ჰაზემ ბენ-გასემმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან თბილისში გამართულ შეხვედრაზე.ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, განხილვა ფოკუსირებული იყო ვაზიანში თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარების პროექტზე, რომელთან დაკავშირებითაც Changi Airports International-მა თანამშრომლობის ინტერესი გამოხატა.შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში ტურიზმისა და საავიაციო სექტორებში ბოლო წლებში დადასტურებულ ზრდის დინამიკას. აღინიშნა, რომ სწორედ აღნიშნული ტენდენცია განაპირობებს კომპანიის მხრიდან ვაზიანის აეროპორტის განვითარების მიმართ ინტერესს.საქართველომ აგვისტოში დაიწყო ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება, რომელიც 2032 წლიდან 20 მილიონამდე მგზავრის მომსახურებას შეძლებს, აზიის განვითარების ბანკის მიერ მხარდაჭერილ კვლევას გერმანული კომპანია AMD Sigma ატარებს.საქართველოს მთავრობა ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე საერთაშორისო კლასის აეროპორტის მშენებლობას აპირებს. მთავრობა განიხილავს ახალი აეროპორტის წილის ინვესტორებზე გაყიდვის შესაძლებლობას, მაგრამ საკონტროლო პაკეტს თავად დაიტოვებს.უფრო დიდი გამტარუნარიანობის მქონე ახალი აეროპორტის მშენებლობის აუცილებლობა თბილისის აეროპორტში მზარდი მგზავრთნაკადის ფონზე გაჩნდა, რომელსაც არ აქვს იმ მოცულობით გაფართოების შესაძლებლობა, რაც ქვეყანას სჭირდება, განაცხადეს მანამდე ხელისუფლებაში.ამ დროისთვის თბილისთან ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება იზღუდება მთავრობის მოქმედი შეთანხმებით კომპანია TAV Georgia-სთან, რომელიც თბილისის და ბათუმის აეროპორტებს მართავს. შეთანხმება 2031 წლამდე მოქმედებს. ის ზღუდავს საერთაშორისო ფრენებს თბილისის აეროპორტთან 200 კილომეტრის რადიუსში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23006/55/230065543_188:0:2919:2048_1920x0_80_0_0_5a284db5df19d89b17d003f70936dbd7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
სინგაპურის აეროპორტის ოპერატორმა ვაზიანის აეროპორტის მართვით დაინტერესება გამოთქვა
საქართველოს მთავრობა ვაზიანში ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო კლასის აეროპორტის აშენებას გეგმავს.
თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. სინგაპურის აეროპორტის ოპერატორი, კომპანია Changi Airports International მონაწილეობას მიიღებს ვაზიანში ახალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მართვის ტენდერში, ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
Changi Airport Group (CAG), რომელიც 2009 წელს სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო მართვის კორპორატიზაციის შედეგად შეიქმნა, მართავს ჩანგის აეროპორტს, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო აეროპორტად არის აღიარებული. თავისი შვილობილი კომპანიის მეშვეობით, კომპანია ასევე აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს და მსოფლიოს მასშტაბით ათობით საერთაშორისო აეროპორტის მართვის კონსულტანტის ფუნქციას ასრულებს.
ტენდერში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა კომპანია Changi Airports International-ის აღმასრულებელმა დირექტორმა იუჯინ განმა და BluFive Capital-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ჰაზემ ბენ-გასემმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან თბილისში გამართულ შეხვედრაზე.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, განხილვა ფოკუსირებული იყო ვაზიანში თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარების პროექტზე, რომელთან დაკავშირებითაც Changi Airports International-მა თანამშრომლობის ინტერესი გამოხატა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში ტურიზმისა და საავიაციო სექტორებში ბოლო წლებში დადასტურებულ ზრდის დინამიკას. აღინიშნა, რომ სწორედ აღნიშნული ტენდენცია განაპირობებს კომპანიის მხრიდან ვაზიანის აეროპორტის განვითარების მიმართ ინტერესს.
საქართველომ აგვისტოში დაიწყო ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება, რომელიც 2032 წლიდან 20 მილიონამდე მგზავრის მომსახურებას შეძლებს, აზიის განვითარების ბანკის მიერ მხარდაჭერილ კვლევას გერმანული კომპანია AMD Sigma ატარებს.
საქართველოს მთავრობა ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე საერთაშორისო კლასის აეროპორტის მშენებლობას აპირებს. მთავრობა განიხილავს ახალი აეროპორტის წილის ინვესტორებზე გაყიდვის შესაძლებლობას, მაგრამ საკონტროლო პაკეტს თავად დაიტოვებს.
უფრო დიდი გამტარუნარიანობის მქონე ახალი აეროპორტის მშენებლობის აუცილებლობა თბილისის აეროპორტში მზარდი მგზავრთნაკადის ფონზე გაჩნდა, რომელსაც არ აქვს იმ მოცულობით გაფართოების შესაძლებლობა, რაც ქვეყანას სჭირდება, განაცხადეს მანამდე ხელისუფლებაში.
ამ დროისთვის თბილისთან ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება იზღუდება მთავრობის მოქმედი შეთანხმებით კომპანია TAV Georgia-სთან, რომელიც თბილისის და ბათუმის აეროპორტებს მართავს. შეთანხმება 2031 წლამდე მოქმედებს. ის ზღუდავს საერთაშორისო ფრენებს თბილისის აეროპორტთან 200 კილომეტრის რადიუსში.