საქართველო გაეროს ინოვაციების საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს

© Government of Georgiaქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2026
გამოწერა
ქვრივიშვილის თქმით, აღნიშნული ღონისძიების მასპინძლობით საქართველოს შესაძლებლობა მიეცემა უმასპინძლოს საერთაშორისო კომპანიებს, რაც ქვეყნისთვის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება იქნება.
თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის 2027 წლის ინოვაციების ფორუმის მასპინძელი ქვეყანა გახდა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
შესაბამისი შეთანხმება მიღწეულ იქნა ქუთაისში, ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილისა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის შაიხა ნასერ ალ ნუვაისის შეხვედრის ფარგლებში.
„მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტის ფარგლებში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან მივაღწიეთ შეთანხმებას და საქართველო 2027 წელს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის შენობაში უმასპინძლებს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ჩასატარებელ ინოვაციების ფორუმს, – განაცხადა ქვრივიშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ვიზიტის ფარგლებში მათ დაათვალიერეს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი, სადაც ასევე შეხვედრა გაიმართა ინოვაციურ სტარტაპერებთან.
„ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა და მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიება ჩვენი ქვეყნისთვის, რაც წაახალისებს ტურიზმის ცნობადობის ზრდას, წაახალისებს საქართველოში მიმდინარე ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციების სექტორს, ისევე როგორც დაეხმარება ადგილობრივ სტარტაპერებს, რომ დაამყარონ კონტაქტები საერთაშორისო კომპანიებთან“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნული ღონისძიების მასპინძლობით საქართველოს შესაძლებლობა მიეცემა უმასპინძლოს საერთაშორისო კომპანიებს, რაც ქვეყნისთვის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0