https://sputnik-georgia.com/20260918/rusetshi-qartuli-enis-karnaxi-17-oqtombers-gaimarteba-300668378.html
პირველად რუსეთში: ქართული ენის კარნახი 17 ოქტომბერს გაიმართება
პირველად რუსეთში: ქართული ენის კარნახი 17 ოქტომბერს გაიმართება
Sputnik საქართველო
მონაწილეთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. 18.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-18T17:00+0400
2026-09-18T17:00+0400
2026-09-18T20:27+0400
ქართულ–რუსული ურთიერთობები
რუსეთი
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/1f/249322433_0:255:3067:1980_1920x0_80_0_0_6f74f5b383f91919655662340393ab00.jpg
თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. რუსეთში პირველად, ფედერალური მასშტაბით, ქართული ენის კარნახი 17 ოქტომბერს ონლაინ და ოფლაინ-ფორმატებში ჩატარდება, განაცხადეს ღონისძიების ორგანიზატორებმა. რუსეთის ქართული ფედერალური ეროვნულ-კულტურული ავტონომია და „რუსეთის ხალხთა სახლი“ ერთად ახორციელებს. მისი ძირითადი მიზანია რუსეთში მცხოვრები ქართველების თვითმყოფადობის შენარჩუნება, ასევე ქართული ენისა და ლიტერატურის პოპულარიზაცია.ღონისძიება ქართულ და რუსულ ენებზე ჩატარდება. მონაწილეობის მიღება შეეძლება ყველა მსურველს, ქართული ენის ცოდნის დონის მიუხედავად.პროექტის განხორციელებაში იგეგმება რუსეთის ეროვნებათა საქმეების ფედერალური სააგენტოს (ФАДН) ტერიტორიული სამმართველოების, ადგილობრივი ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიების, რუსეთის ხალხთა ასამბლეის რეგიონული განყოფილებების, მეგობრობის სახლების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სხვა პროფილური ორგანიზაციების ჩართვა.ოფლაინ-მოედნები რუსეთის სხვადასხვა რეგიონში მოეწყობა. კარნახის ჩატარების კონკრეტულ ადგილებს და ონლაინ-მონაწილეობისთვის ბმულებს ორგანიზატორები მოგვიანებით გამოაქვეყნებენ. მონაწილეთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია.როგორც რუსეთში ქართული ფედერალური ეროვნულ-კულტურული ავტონომიის წარმომადგენელმა დავით ცეცხლაძემ აღნიშნა, პროექტის დაწყებას წინ უსწრებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით დაარსებული რუსეთის ხალხთა ენების დღის პირველი აღნიშვნა. ეს დღე ყოველწლიურად 8 სექტემბერს აღინიშნება.„ახალი კარნახი ღირსეული წვლილი იქნება ჩვენი ქვეყნის ენობრივი მრავალფეროვნების განმტკიცებაში“, – განაცხადა ცეცხლაძემ.ორგანიზატორები გეგმავენ, რომ ქართული ენის სრულიად რუსეთის კარნახი რეგულარულ პროექტად აქციონ და ის წელიწადში რამდენჯერმე ჩაატარონ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/1f/249322433_204:0:2933:2047_1920x0_80_0_0_2be4b48e5074528f10d7693a2d650d34.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქართულ–რუსული ურთიერთობები, რუსეთი, საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
ქართულ–რუსული ურთიერთობები, რუსეთი, საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
პირველად რუსეთში: ქართული ენის კარნახი 17 ოქტომბერს გაიმართება
17:00 18.09.2026 (განახლებულია: 20:27 18.09.2026) მონაწილეთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია.
თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. რუსეთში პირველად, ფედერალური მასშტაბით, ქართული ენის კარნახი 17 ოქტომბერს ონლაინ და ოფლაინ-ფორმატებში ჩატარდება, განაცხადეს ღონისძიების ორგანიზატორებმა.
რუსეთის ქართული ფედერალური ეროვნულ-კულტურული ავტონომია და „რუსეთის ხალხთა სახლი“ ერთად ახორციელებს. მისი ძირითადი მიზანია რუსეთში მცხოვრები ქართველების თვითმყოფადობის შენარჩუნება, ასევე ქართული ენისა და ლიტერატურის პოპულარიზაცია.
ღონისძიება ქართულ და რუსულ ენებზე ჩატარდება. მონაწილეობის მიღება შეეძლება ყველა მსურველს, ქართული ენის ცოდნის დონის მიუხედავად.
პროექტის განხორციელებაში იგეგმება რუსეთის ეროვნებათა საქმეების ფედერალური სააგენტოს (ФАДН) ტერიტორიული სამმართველოების, ადგილობრივი ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიების, რუსეთის ხალხთა ასამბლეის რეგიონული განყოფილებების, მეგობრობის სახლების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სხვა პროფილური ორგანიზაციების ჩართვა.
ოფლაინ-მოედნები რუსეთის სხვადასხვა რეგიონში მოეწყობა. კარნახის ჩატარების კონკრეტულ ადგილებს და ონლაინ-მონაწილეობისთვის ბმულებს ორგანიზატორები მოგვიანებით გამოაქვეყნებენ. მონაწილეთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია.
როგორც რუსეთში ქართული ფედერალური ეროვნულ-კულტურული ავტონომიის წარმომადგენელმა დავით ცეცხლაძემ აღნიშნა, პროექტის დაწყებას წინ უსწრებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით დაარსებული რუსეთის ხალხთა ენების დღის პირველი აღნიშვნა. ეს დღე ყოველწლიურად 8 სექტემბერს აღინიშნება.
„ახალი კარნახი ღირსეული წვლილი იქნება ჩვენი ქვეყნის ენობრივი მრავალფეროვნების განმტკიცებაში“, – განაცხადა ცეცხლაძემ.
ორგანიზატორები გეგმავენ, რომ ქართული ენის სრულიად რუსეთის კარნახი რეგულარულ პროექტად აქციონ და ის წელიწადში რამდენჯერმე ჩაატარონ.