მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთის ჯარებმა უკრაინის ლოჯისტიკურ ცენტრსა და სამხედრო ტვირთის გადამზიდავ გემებს დაარტყეს

© photo: Sputnik / Сергей Бобылев / გადასვლა მედიაბანკშისამხედროები
სამხედროები - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2026
გამოწერა
რუსეთის არმია აგრძელებს საპასუხო დარტყმების განხორციელებას იმ ობიექტებზე, რომლებიც ევროპის ქვეყნებიდან უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სამხედრო ტვირთის მიწოდება-შენახვას ახორციელებენ
თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. რუსეთის ჯარებმა უკრაინაში მისი შეიარაღებული ძალების საჭიროებებისთვის მოქმე რამდენიმე ობიექტზე მიიტანეს იერიში, იტყობინება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
ოპერატიული ანგარიშის მიხედვით, დაიბომბა პორტის ინფრასტრუქტურა და ლოჯისტიკური ცენტრები, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სამხედრო ტვირთის მიწოდება-შენახვას უზრუნველყოფდნენ.
ამგვარად, გასულ ღამეს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ოდესასთან მდებარე „ნოვა პოშტას“ ლოჯისტიკური ცენტრი ზუსტი დარტყმებით დაბომბეს. ეს ობიექტი ევროპული ქვეყნებიდან შემოსული სამხედრო დანიშნულების ტვირთების შესანახად და განაწილებისთვის იყო განკუთვნილი.
„დარტყმის შედეგად დაზიანდა: ... „ნოვა პოშტას“ ლოჯისტიკური ცენტრი (ოდესიდან 6 კმ-ში ჩრდილო-დასავლეთით), რომელიც უკრაინაში ევროპული ქვეყნებიდან შემოსული სამხედრო ტვირთების შესანახად და განაწილებისთვის გამოიყენება“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
გარდა ამისა, დარტყმა „ჩერნომორსკის“ პორტში ნაყარი ტვირთების გადამზიდ გემზე განხორციელდა. გემი სამხედრო მარაგების გადასატანად გამოიყენებოდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოპერატიული მონაცემების თანახმად, ოდესის პორტსა და იზმაილის აღმოსავლეთით უკრაინელი მებრძოლებისთვის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გადამზიდი კიდევ ორი ​​გემი დაიბომბა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ დარტყმების დროს გამოყენებული იყო უპილოტო საფრენი აპარატები.
ყველა ახალი ამბავი
0