მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთის ჯარებმა დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში ორი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

© photo: Sputnik / Станислав Красильников / გადასვლა მედიაბანკშისამხედრო
სამხედრო - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2026
გამოწერა
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბოლო კვირის განმავლობაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში 9700-ზე მეტი სამხედრო დაკარგეს.
თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. რუსეთის ჯარებმა დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ორი დასახლებული პუნქტი - ვეროლიუბოვკა და ზოლოტოი კოლოდეზი გაათავისუფლეს, იტყობინება პარასკევს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
ვეროლიუბოვკა სამხედრო დაჯგუფება „იუჟნაიას“ მებრძოლებმა გაათავისუფლეს, რამაც ფრონტის წინა ხაზზე ვითარება გააუმჯობესა.
„გუშინ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში დასახლებული პუნქტი ვეროლიუბკა გათავისუფლდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგების შესახებ ყოველკვირეული სტატისტიკა გამოაქვეყნა: 1240-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, ექვსი ჯავშანმანქანა, 141 ავტომობილი და 10 საარტილერიო დანადგარი.
ზოლოტოი კოლოდეზი დაჯგუფება „ცენტრის“ დანაყოფებმა გაათავისუფლეს.
დაჯგუფების მოქმედების ზონაში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბოლო კვირის განმავლობაში 2865-ზე მეტი მებრძოლი, 17 ჯავშანმანქანა, 83 ავტომობილი, ხუთი საარტილერიო დანადგარი და რადიოელექტრონული ბრძოლის ამდენივე სადგური დაკარგეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოველკვირეულმა დანაკარგებმა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში 9700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე შეადგინა, ხარკოვის ოლქში ალყაში მოქცეული დაჯგუფების ჩათვლით.
ყველა ახალი ამბავი
0