პრემიერმა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მთავარი მიზეზი დაასახელა

© Courtesy of Irakli Kobakhidzeირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2026
გამოწერა
2026 წლის ივლისში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 8%, შეადგინა
თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. რეგიონში არსებული არახელსაყრელი ვითარების მიუხედავად, საქართველო ახერხებს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპების შენარჩუნებას და ამის მთავარი მიზეზი კორუფციის აღმოფხვრაა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
2026 წლის ივლისში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 8%, შეადგინა, იანვარ-ივლისში ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელი კი 7,9%-ის ნიშნულზე დადგინდა.
„მთლიანობაში, რეგიონი არახელსაყრელ ეკონომიკურ ვითარებაში იმყოფება, თუმცა ამ ფონზეც კი ჩვენ ვახერხებთ გასული წლის მაღალი მაჩვენებლის გაუმჯობესებას. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ ჩვენ შევძელით კორუფციის სრული აღმოფხვრა ხელისუფლების უმაღლეს დონეზე, კორუფციის სრული აღმოფხვრა კი ხელს უწყობს ეკონომიკური ზრდის ტემპების შენარჩუნებას“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში 7,9%-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა 2021 წლიდან მოყოლებული ეკონომიკური ზრდის ტემპს ინარჩუნებს.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2026 წლის ივლისში ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, მშენებლობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ასევე ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობის სფეროებმა.
კლება დაფიქსირდა მშენებლობის სფეროში
საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს შეადგინა 10,6%, 2022 წელს – 11%, 2023 წელს – 7,8%, 2024 წელს – 9,7%, 2025 წელს – 7,5%.
ყველა ახალი ამბავი
0