https://sputnik-georgia.com/20260918/gaeros-turizmis-organizaciis-genmdivani-saqartvelosi-sexvedrebs-martavs-pirveli-sedegebi-300653490.html
გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენმდივანი საქართველოში შეხვედრებს მართავს - პირველი შედეგები
გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენმდივანი საქართველოში შეხვედრებს მართავს - პირველი შედეგები
Sputnik საქართველო
საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ტურიზმის სფეროში და ეს ციფრებითაც დასტურდება, აღნიშნა გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა 18.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-18T10:48+0400
2026-09-18T10:48+0400
2026-09-18T10:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/11/300651006_0:0:1281:721_1920x0_80_0_0_376c3c22d1d681e839feaf30d33c9854.jpg
თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები და მუშაობის შედეგები განიხილეს შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა შაიხა ნასერ ალ ნუვაისმა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა იმედი, რომ გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში ხელს შეუწყობს პარტნიორობის შემდგომ განვითარებას და ერთობლივი პრიორიტეტების წარმატებით განხორციელებას, რამდენადაც გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციას მნიშვნელოვანი როლი აკისრია მსოფლიო მასშტაბით ტურიზმის მდგრადი განვითარების მხარდაჭერაში.განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში ტურიზმის სექტორის განვითარების დადებით ტენდენციებზე, საერთაშორისო ვიზიტორების მზარდ დინამიკასა და ტურიზმის მნიშვნელოვან წილზე ქვეყნის ეკონომიკაში.როგორც გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ტურიზმის სფეროში და ეს ციფრებითაც დასტურდება.შაიხა ნასერ ალ ნუვაიმ ხაზი გაუსვა საქართველოს როლს დაკავშირებადობის კუთხით და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველო სხვა ქვეყნებისთვის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს.ყურადღება დაეთმო გლობალურ ბაზრებზე საქართველოს პოპულარიზაციის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ აქტიური საერთაშორისო პარტნიორობა ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც მიმზიდველი და უსაფრთხო ტურისტული მიმართულების პოზიციონირებას მსოფლიო ბაზარზე.2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 3,1 მილიონი საერთაშორისო მოგზაური მიიღო, რომელთაგან 2,3 მილიონი ტურისტი იყო, რაც ახალ რეკორდს წარმოადგენს.2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,3%-ით შემცირდა. ტურისტული ვიზიტები 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,1%-ით გაიზარდა.2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში ყველაზე მეტი - 610.800 - ვიზიტი განახორციელეს რუსეთის მოქალაქეებმა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,1%-იან ზრდას წარმოადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/11/300651006_32:0:1125:820_1920x0_80_0_0_774ca7f6dc918f89f9281fa441114623.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენმდივანი საქართველოში შეხვედრებს მართავს - პირველი შედეგები
საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ტურიზმის სფეროში და ეს ციფრებითაც დასტურდება, აღნიშნა გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა
თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები და მუშაობის შედეგები განიხილეს შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა შაიხა ნასერ ალ ნუვაისმა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა იმედი, რომ გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში ხელს შეუწყობს პარტნიორობის შემდგომ განვითარებას და ერთობლივი პრიორიტეტების წარმატებით განხორციელებას, რამდენადაც გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციას მნიშვნელოვანი როლი აკისრია მსოფლიო მასშტაბით ტურიზმის მდგრადი განვითარების მხარდაჭერაში.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში ტურიზმის სექტორის განვითარების დადებით ტენდენციებზე, საერთაშორისო ვიზიტორების მზარდ დინამიკასა და ტურიზმის მნიშვნელოვან წილზე ქვეყნის ეკონომიკაში.
როგორც გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ტურიზმის სფეროში და ეს ციფრებითაც დასტურდება.
შაიხა ნასერ ალ ნუვაიმ ხაზი გაუსვა საქართველოს როლს დაკავშირებადობის კუთხით და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველო სხვა ქვეყნებისთვის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს.
ყურადღება დაეთმო გლობალურ ბაზრებზე საქართველოს პოპულარიზაციის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ აქტიური საერთაშორისო პარტნიორობა ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც მიმზიდველი და უსაფრთხო ტურისტული მიმართულების პოზიციონირებას მსოფლიო ბაზარზე.
2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 3,1 მილიონი საერთაშორისო მოგზაური მიიღო, რომელთაგან 2,3 მილიონი ტურისტი იყო, რაც ახალ რეკორდს წარმოადგენს.
2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,3%-ით შემცირდა. ტურისტული ვიზიტები 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,1%-ით გაიზარდა.
2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში ყველაზე მეტი - 610.800 - ვიზიტი განახორციელეს რუსეთის მოქალაქეებმა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,1%-იან ზრდას წარმოადგენს.