https://sputnik-georgia.com/20260917/xelisufleba-ecdeba-ipovos-davis-gadawris-alternatiuli-gzebi-turq-investortan-300651522.html
ხელისუფლება თურქ ინვესტორებთან დავის გადაჭრის ალტერნატიულ გზებს იპოვის - პრემიერი
ხელისუფლება თურქ ინვესტორებთან დავის გადაჭრის ალტერნატიულ გზებს იპოვის - პრემიერი
Sputnik საქართველო
აშშ-ის კოლუმბიის საოლქო სასამართლომ საქართველოს თურქული კომპანია ENKA-სთვის კომპენსაციის სახით 400 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა დააკისრა. 17.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-17T22:30+0400
2026-09-17T22:30+0400
2026-09-17T22:30+0400
ვნებათაღელვა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით
ახალი ამბები
საქართველო
ენერგეტიკა
საქართველოს ენერგეტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0e/251463248_0:257:2731:1793_1920x0_80_0_0_53f9540a8fc4573bee34757470d0e07d.jpg
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. სახელმწიფო მომავალში იმოქმედებს სრული პასუხისმგებლობით და ეცდება ინვესტორებთან დავის მოგვარებას გზები იპოვოს ისე რომ საქმე სასამართლომდე არ მივიდეს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქული კომპანია ENKA-სთან დავასთან დაკავშირებით.აშშ-ის კოლუმბიის საოლქო სასამართლომ საქართველოს თურქული კომპანია ENKA-სთვის კომპენსაციის სახით 400 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა დააკისრა. მათი ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) არბიტრაჟის მიერ 2024 წელს ანალოგიურ საკითხზე გამოტანილი გადაწყვეტილება პარიზის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა და მისი აღსრულება შეჩერდა, აშშ-ის სასამართლოს გადაწყვეტილება, შესაძლოა, თანხის გადახდის მოთხოვნის საფუძველი გახდეს. იუსტიციის სამინისტროში ამ ინფორმაციას უარყოფენ.მისი თქმით, ალა სახელმწიფოს ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს.„დღეს ვითარება არის რადიკალურად განსხვავებული. იცით, რომ ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები. დღეს ვსაუბრობდი სწორედ ამბიციურ გეგმებზე, მათ შორის უნდა აშენდეს სამი დიდი ჰესი ჩვენი გეგმის თანახმად. უნდა აშენდეს საშუალო და მცირე ჰესები, ქარის სადგურები, მზის სადგურები. ამას სჭირდება სათანადო ძალისხმევა“, - განაცხადა კობახიძემ.პრემიერის თქმით, ნამახვანჰესთან დაკავშირებულ პროცესებში დამნაშავეა უცხოური აგენტურა, მაგრამ ახლა მსგავსი რამ გამორიცხულია.„სახელმწიფო იმოქმედებს სრული პასუხისმგებლობით... რაც მოხდა რამდენიმე წლის წინ, ის აღარ მოხდება მომავალში“, - აღნიშნა კობახიძემ.ქართული მხარე მოითხოვდა აშშ-ში საქმის განხილვის შეჩერებას საფრანგეთში მიმდინარე დავის დასრულებამდე, სადაც საქართველო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმებას ცდილობს, თუმცა, ამერიკულმა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.საქართველო ასევე ამტკიცებდა, რომ საარბიტრაჟო ტრიბუნალმა მას არ მისცა სათანადო შესაძლებლობა, წარედგინა საკუთარი პოზიცია ზარალის ოდენობის განსაზღვრისას.სასამართლო არ დაეთანხმა ამ არგუმენტს და აღნიშნა, რომ ქართული მხარე თავად მონაწილეობდა სამშენებლო რისკისთვის პრემიის განსაზღვრის პროცედურაში და სადავოდ არ გაუხდია ერთობლივი ექსპერტიზის დასკვნის მომზადება.ასევე უარყოფილი იქნა საქართველოს არგუმენტი იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება ეწინააღმდეგება აშშ-ის საჯარო პოლიტიკას.2024 წელს საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) არბიტრაჟმა საქართველოს თურქული კომპანიისთვის 383 მილიონი დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. გარდა ამისა, კომპენსაციის ძირითად თანხას ყოველ მომდევნო კვარტალში პროცენტი ერიცხება. ამ დროისთვის თანხის ოდენობა 400 მლნ დოლარს აჭარბებს.სასამართლო დავა საქართველოსთანსაარბიტრაჟო დავა 2021 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ დაიწყო, რაც ფორსმაჟორის მიზეზით სახელმწიფოსთან საინვესტიციო შეთანხმება შეწყდა.იმ დროისთვის კომპანია ემზადებოდა „ნამახვანჰესზე" 800 მილიონი დოლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად და მოსამზადებელ სამუშაოებში უკვე ჩადებული ჰქონდა 100 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია.ENKA-მ მიმართა არბიტრაჟს და განაცხადა, რომ სახელმწიფომ უხეშად დაარღვია საინვესტიციო შეთანხმების პირობები.სკანდალი „ნამახვანჰესთან" დაკავშირებითსაქართველოს მთავრობამ 2019 წელს „ნამახვანჰესის" კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ექსპლუატაციის უფლება ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებელ კომპანიად თურქული ENKA მოიწვია. საინჟინრო ნაგებობის აგება ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიაზე იგეგმებოდა.„ნამახვანჰესის" პროექტის განხორციელების შემთხვევაში საქართველოს ერთბაშად ორი ახალი ჰიდროელექტროსადგური ექნებოდა. პროექტი მოიცავდა კაშხლების მშენებლობას და წყალსაცავების შექმნას, ხოლო წყლის დონის რეგულირება, კერძოდ, ხეობაში წყალდიდობის რისკის შემცირებას ისახავდა მიზნად.„ნამახვანის“ პროექტს ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა ადგილობრივი მოსახლეობისა და გარემოსდაცვითი ჯგუფების მხრიდან. 2021 წლის გაზაფხულზე საპროტესტო აქციების ტალღამ საქართველოს ქალაქები მოიცვა და თბილისამდე მოაღწია.2021 წლის ზაფხულში, საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ნამახვანის ჰიდროელექტროსადგური არსებული პირობებით არ აშენდებოდა. შემდგომში კომპანიასთან კონტრაქტი გაწყვიტეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0e/251463248_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_7bcfbcaeea8421eaeee7ce193e11da97.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვნებათაღელვა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით, ახალი ამბები, საქართველო, ენერგეტიკა, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ვნებათაღელვა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით, ახალი ამბები, საქართველო, ენერგეტიკა, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ხელისუფლება თურქ ინვესტორებთან დავის გადაჭრის ალტერნატიულ გზებს იპოვის - პრემიერი
აშშ-ის კოლუმბიის საოლქო სასამართლომ საქართველოს თურქული კომპანია ENKA-სთვის კომპენსაციის სახით 400 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა დააკისრა.
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. სახელმწიფო მომავალში იმოქმედებს სრული პასუხისმგებლობით და ეცდება ინვესტორებთან დავის მოგვარებას გზები იპოვოს ისე რომ საქმე სასამართლომდე არ მივიდეს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქული კომპანია ENKA-სთან დავასთან დაკავშირებით.
აშშ-ის კოლუმბიის საოლქო სასამართლომ საქართველოს თურქული კომპანია ENKA-სთვის კომპენსაციის სახით 400 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა დააკისრა. მათი ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) არბიტრაჟის მიერ 2024 წელს ანალოგიურ საკითხზე გამოტანილი გადაწყვეტილება პარიზის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა და მისი აღსრულება შეჩერდა, აშშ-ის სასამართლოს გადაწყვეტილება, შესაძლოა, თანხის გადახდის მოთხოვნის საფუძველი გახდეს. იუსტიციის სამინისტროში ამ ინფორმაციას უარყოფენ.
„რაც შეეხება გადახდას, სახელმწიფო იმოქმედებს პასუხისმგებლობით, თუმცა ჩვენ შევეცდებით, მაქსიმალურად გამოვნახოთ გზები იმისათვის, რომ ვიზრუნოთ ალტერნატივის მოძიებაზე, მათ შორის შესაბამის ინვესტორთან კონსულტაციების საფუძველზე“, - განაცადა კობახიძემ.
მისი თქმით, ალა სახელმწიფოს ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს.
„დღეს ვითარება არის რადიკალურად განსხვავებული. იცით, რომ ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები. დღეს ვსაუბრობდი სწორედ ამბიციურ გეგმებზე, მათ შორის უნდა აშენდეს სამი დიდი ჰესი ჩვენი გეგმის თანახმად. უნდა აშენდეს საშუალო და მცირე ჰესები, ქარის სადგურები, მზის სადგურები. ამას სჭირდება სათანადო ძალისხმევა“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ნამახვანჰესთან დაკავშირებულ პროცესებში დამნაშავეა უცხოური აგენტურა, მაგრამ ახლა მსგავსი რამ გამორიცხულია.
„სახელმწიფო იმოქმედებს სრული პასუხისმგებლობით... რაც მოხდა რამდენიმე წლის წინ, ის აღარ მოხდება მომავალში“, - აღნიშნა კობახიძემ.
ქართული მხარე მოითხოვდა აშშ-ში საქმის განხილვის შეჩერებას საფრანგეთში მიმდინარე დავის დასრულებამდე, სადაც საქართველო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმებას ცდილობს, თუმცა, ამერიკულმა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
საქართველო ასევე ამტკიცებდა, რომ საარბიტრაჟო ტრიბუნალმა მას არ მისცა სათანადო შესაძლებლობა, წარედგინა საკუთარი პოზიცია ზარალის ოდენობის განსაზღვრისას.
სასამართლო არ დაეთანხმა ამ არგუმენტს და აღნიშნა, რომ ქართული მხარე თავად მონაწილეობდა სამშენებლო რისკისთვის პრემიის განსაზღვრის პროცედურაში და სადავოდ არ გაუხდია ერთობლივი ექსპერტიზის დასკვნის მომზადება.
ასევე უარყოფილი იქნა საქართველოს არგუმენტი იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება ეწინააღმდეგება აშშ-ის საჯარო პოლიტიკას.
2024 წელს საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) არბიტრაჟმა საქართველოს თურქული კომპანიისთვის 383 მილიონი დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. გარდა ამისა, კომპენსაციის ძირითად თანხას ყოველ მომდევნო კვარტალში პროცენტი ერიცხება. ამ დროისთვის თანხის ოდენობა 400 მლნ დოლარს აჭარბებს.
სასამართლო დავა საქართველოსთან
საარბიტრაჟო დავა 2021 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ დაიწყო, რაც ფორსმაჟორის მიზეზით სახელმწიფოსთან საინვესტიციო შეთანხმება შეწყდა.
იმ დროისთვის კომპანია ემზადებოდა „ნამახვანჰესზე" 800 მილიონი დოლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად და მოსამზადებელ სამუშაოებში უკვე ჩადებული ჰქონდა 100 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია.
ENKA-მ მიმართა არბიტრაჟს და განაცხადა, რომ სახელმწიფომ უხეშად დაარღვია საინვესტიციო შეთანხმების პირობები.
სკანდალი „ნამახვანჰესთან" დაკავშირებით
საქართველოს მთავრობამ 2019 წელს „ნამახვანჰესის" კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ექსპლუატაციის უფლება ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებელ კომპანიად თურქული ENKA მოიწვია. საინჟინრო ნაგებობის აგება ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიაზე იგეგმებოდა.
„ნამახვანჰესის" პროექტის განხორციელების შემთხვევაში საქართველოს ერთბაშად ორი ახალი ჰიდროელექტროსადგური ექნებოდა. პროექტი მოიცავდა კაშხლების მშენებლობას და წყალსაცავების შექმნას, ხოლო წყლის დონის რეგულირება, კერძოდ, ხეობაში წყალდიდობის რისკის შემცირებას ისახავდა მიზნად.
„ნამახვანის“ პროექტს ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა ადგილობრივი მოსახლეობისა და გარემოსდაცვითი ჯგუფების მხრიდან. 2021 წლის გაზაფხულზე საპროტესტო აქციების ტალღამ საქართველოს ქალაქები მოიცვა და თბილისამდე მოაღწია.
2021 წლის ზაფხულში, საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ნამახვანის ჰიდროელექტროსადგური არსებული პირობებით არ აშენდებოდა. შემდგომში კომპანიასთან კონტრაქტი გაწყვიტეს.