უცხოელი აგენტების წინააღმდეგ ბრძოლამ საქართველოში შედეგი გამოიღო - პრემიერი

© courtesy of Nikoloz Mjavanadzeირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2026
გამოწერა
ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის მნიშვნელობის შეხსენებისთვის.
თბილისი, 17 სექტემბერი - Sputnik. საქართველოში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფამ შედეგი გამოიღო და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს მის აუცილებლობას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ შეახსენა ყველას ის ფედერალური კანონები, რომლებიც ავალდებულებს პირებს უცხოელ აგენტებად რეგისტრაციას, როდესაც ისინი მოქმედებენ შეერთებულ შტატებში უცხოური მთავრობის ან უცხოელი პრინციპალის მითითებით ან კონტროლის ქვეშ. აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ აღნიშნა, რომ ლეგიტიმური პროტესტი და დამოუკიდებელი უფლებადამცველი საქმიანობა დაცული უფლებაა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ უცხოური მთავრობა ან უცხოელი პრინციპალი ფარულად ხელმძღვანელობს, აკონტროლებს, აფინანსებს ან კოორდინაციას უწევს საქმიანობას შეერთებულ შტატებში, აქ შესაძლოა გავრცელდეს ფედერალური კანონები ინფორმაციის გამჟღავნების შესახებ.
„ძალიან კარგია, რომ აშშ ზრუნავს უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე. ჩვენ რასაც ვამტკიცებდით გასული წლების განმავლობაში და რასაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები და უცხოური აგენტურა უწოდებდნენ რუსულ კანონს, აღმოჩნდა, რომ ის ყოფილა დემოკრატიის ფუნდამენტი. რა თქმა უნდა, გამჭვირვალობა არის აუცილებლად დემოკრატიის ფუნდამენტი და გამჭვირვალობა უნდა გაძლიერდეს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში. ამაზე სეროზულად ვიზრუნეთ საქართველოში, რამაც თავისი შედეგები გამოიღო“, - განაცხადა პრემიერმა.
თავის მხრივ, ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ყველას მოუწოდა, რომ მხარი დაუჭირონ საქართველოს სახელმწიფოს, როდესაც ცდილობს ქვეყნის დაცვას უცხოური ჩარევებისგან.
„ასეთია ყველა პასუხისგებლიანი სახელმწიფოს რეაქცია ნებისმიერ მცდელობაზე, რომელიც გულისხმობს უცხო ქვეყნიდან უკანონოდ, კანონების გვერდის ავლით შიდა პოლიტიკაში ჩარევა და საზოგადოების მოსაზრებებზე ზეგავლენის მოხდენას. ამიტომ მივესალმებით ამ კანონმდებლობას და ასეთ მიდგომას ამერიკის შეერთებულ შტატებში და ყველას მოვიწოდებთ, რომ ასევე მიესალმონ და მხარი დაუჭირონ საქართველოს სახელმწიფოს, როდესაც ცდილობს საზოგადოების არჩევანის, სახელმწიფოს დაცვას მსგავსი ტიპის ჩარევებისგან“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
კანონი უცხოური აგენტების შესახებ საქართველოში
კანონი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი" (ამერიკული კანონის, FARA-ს ქართული ვერსია) ძალაში 2025 წლის 31 მაისს შევიდა, სწორედ მაშინ ამოქმედდა „უცხოელი აგენტების“ ან, როგორც მათ საქართველოში ოფიციალურად უწოდებენ, „უცხოური პრინციპალის აგენტების“ რეგისტრაციის ვებგვერდი. კანონი ამოქმედდა ოპოზიციის და საზოგადოების ნაწილის პროტესტის მიუხედავად, მისი მიღება გახდა ერთ-ერთი მიზეზი აშშ-სა და ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესებისა, რომლებიც საქართველოსგან კანონის გაუქმებას მოითხოვენ.
კანონის თანახმად, საქართველოში გაჩნდა ორი ტერმინი: „უცხოური პრინციპალი“ და „უცხოური პრინციპალის აგენტი“.
ტერმინი „უცხოური პრინციპალის“ ქვეშ იგულისხმება:
უცხო სახელმწიფო ან უცხოური პოლიტიკური პარტიის ხელისუფლება;
პირი, რომელიც იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ, გარდა საქართველოს მოქალაქეებისა, „საქართველოში მუდმივად მცხოვრების“ სტატუსით;
პარტნიორთა ჯგუფი, ასოციაცია, კორპორაცია, ორგანიზაცია ან პირთა გაერთიანება, რომელთა საქმიანობა რეგულირდება უცხოური კანონმდებლობით.
რაც შეეხება ტერმინს „უცხოური პრინციპალის აგენტი“, კანონის თანახმად, მოიაზრება ნებისმიერი პირი, რომელიც მოქმედებს როგორც აგენტი, წარმომადგენელი, დასაქმებული, მოსამსახურე და მოქმედებს უცხო სახელმწიფოს, ორგანოს, ორგანიზაციის ან უცხო მოქალაქის უფლებამოსილების, მოთხოვნების, ბრძანებების შესაბამისად ან კონტროლქვეშ.
ამასთან, აგენტებად აღიარებული არიან პირები, რომლებიც მონაწილეობენ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ასევე რომლებიც მუშაობენ საზოგადოებასთან ურთიერთობის მრჩევლად, სარეკლამო აგენტად, საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლად ან პოლიტიკურ მრჩევლად უცხოელი პრინციპალის სასარგებლოდ ან მისი ინტერესებიდან გამომდინარე.
„უცხოური აგენტების“ სიაში ასევე მოხვდებიან ისინი, ვინც დამოუკიდებლად ან სხვისი დახმარებით აგროვებენ, გამოყოფენ ან გადარიცხავენ შემოწირულობებს, სესხებს, ფულს ან სხვა მატერიალურ ფასეულობებს უცხოური პრინციპალის სასარგებლოდ ან მის ინტერესებში.
კანონი უკვე გასაჩივრდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, თუმცა თავად ვებსაიტზე 2025 წლიდან არც ერთი აგენტი არ გამოჩენილა.
ამასობაში, საქართველოს მთავრობამ თავისი კონტროლის ქვეშ აიყვანა საქართველოში უცხოური დაფინანსების მართვა, რაც უცხოური გრანტების დამტკიცებას გულისხმობს. ამ სირთულეების გამო, ქვეყნის წამყვანმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრაქტიკულად შეწყვიტეს ფუნქციონირება, დახურეს პროექტები, მათ შორის ის პროექტები, რომლებიც მოსახლეობის დახმარებას ისახავდა მიზნად.
ყველა ახალი ამბავი
0