საქართველო არ აპირებს ირანის წინააღმდეგ საკუთარი სანქციების დაწესებას - პრემიერ-მინისტრი

© photo: Sputnik / Zafar Khalilov / გადასვლა მედიაბანკშიირანის დროშა
ირანის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2026
გამოწერა
თბილისმა მხარი დაუჭირა აშშ-ის სანქციებს 27 ირანული ავიაკომპანიის წინააღმდეგ, მაგრამ საკუთარ სანქციებს არ დააწესებს.
თბილისი, 17 სექტემბერი - Sputnik. საქართველო იცავს საერთაშორისო სანქციებს, მაგრამ არ გეგმავს ირანის წინააღმდეგ საკუთარი სანქციების დაწესებას, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
გასულ კვირას აშშ-მა სანქციები დააწესა 27 ირანული ავიაკომპანიის წინააღმდეგ. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განაცხადა, რომ ის დაიცავს საერთაშორისო სანქციებს, მათ შორის იმ ავიაკომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოსა და ირანს შორის რეისებს ასრულებენ.
„ვმოქმედებთ შემოღებული სასანქციო რეჟიმის შესაბამისად. ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ეს იქნებოდა აბსურდი და არასწორი. ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველო ითვალისწინებს საერთაშორისო სასანქციო რეჟიმს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.
სანქციებთან დაკავშირებით სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ადრე განაცხადეს, რომ საავიაციო ბაზარზე უცხოური ავიაკომპანიების დაშვების პროცესში საქართველო ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) სტანდარტებითა და ორმხრივი თუ მრავალმხრივი საერთაშორისო შეთანხმებებით.
ამასთან, მგზავრთა, ადგილობრივი საავიაციო ბაზრისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო წლებია, დამატებითი მონიტორინგის მექანიზმის სახით, ხელმძღვანელობს ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის სანქცირებულთა სიით (Specially Designated Nationals and Blocked Persons list ("SDN List") და OFAC-ის მიერ ადმინისტრირებული ყველა სხვა სასანქციო ნუსხით.
ყველა ახალი ამბავი
0