საქართველოში დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანა სცადეს

© Investigation Service of the Ministry of Finance of Georgiaოქროს ნაკეთობები
ოქროს ნაკეთობები - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2026
გამოწერა
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულება 164 ათას ლარს აჭარბებს
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საბაჟო-გამშვებ პუნქტებში „სარფი“, „ქუთაისის აეროპორტი“ და „სადახლო-საავტომობილო“ სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 6 ფაქტი აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, მებაჟე-ოფიცრებმა საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში - 594 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები, მათ შორის ოქროს მონეტები და ზოდები აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 164,9 ათასი ლარი შეადგინა.
4 კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა ხოლო, 2 კანონდამრღვევ მოქალაქეს საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად სანქციის სახით, ჯარიმა ჯამში - 16.250 ლარის ოდენობით შეეფარდა.
ყველა ახალი ამბავი
0