https://sputnik-georgia.com/20260917/salva-papuasvilma-iordaniis-warmomadgenelta-palatis-delegacias-umaspinzla-300648275.html
შალვა პაპუაშვილმა იორდანიის წარმომადგენელთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა
შალვა პაპუაშვილმა იორდანიის წარმომადგენელთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა
Sputnik საქართველო
იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია საქართველოში შეხვედრებს მართავს. 17.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-17T18:30+0400
2026-09-17T18:30+0400
2026-09-17T19:30+0400
საქართველო
ახალი ამბები
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტი
შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264698214_0:0:3140:1767_1920x0_80_0_0_d491d3a54b33dac50ce8a8ea4d7641b9.jpg
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საქართველოსა და იორდანიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციასთან, იუწყება საქართველოს პარლამენტი.იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია საქართველოში შეხვედრებს მართავს.საქართველოს პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და იორდანიას შორის ისტორიულ კავშირებს, აღინიშნა საპარლამენტო დონეზე, ასევე, ვაჭრობის, მედიცინის, განათლების, ტურიზმისა და კულტურის სექტორებში თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა.მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების საკითხზე და ხაზი გაუსვეს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის კავშირების გაღრმავებაზე.იორდანიის წარმომადგენელთა პალატის წევრებმა ყურადღება გაამახვილეს იორდანიაში მდებარე რელიგიურად მნიშვნელოვან ადგილებზე, მათ შორის, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე, რომლის მიმდებარედ ქართული კულტურის ცენტრის აშენება იგეგმება.მათი თქმით, დიდია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პოტენციალი ტურიზმის მიმართულებით.აგრეთვე, დადებითად აღინიშნა საქართველოთი დაინტერესება იორდანელი სტუდენტების მხრიდან, რომლებიც ძირითადად მედიცინის ფაკულტეტზე სწავლობენ.„დელეგაციის წევრებმა დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი იორდანიის მტკიცე მხარდაჭერა. შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით იორდანიაში მიიწვიეს. შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტში იორდანიასთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ინფორმაციაში.საქართველომ და იორდანიამ დიპლომატიური ურთიერთობა 1994 წლის 6 აპრილს დაამყარეს. საქართველოს საელჩო სამეფოში 2004 წელს გაიხსნა. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264698214_338:28:2939:1979_1920x0_80_0_0_eeedabe76e7af0697b7d556ee7760598.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილმა იორდანიის წარმომადგენელთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა
18:30 17.09.2026 (განახლებულია: 19:30 17.09.2026) იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია საქართველოში შეხვედრებს მართავს.
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საქართველოსა და იორდანიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციასთან, იუწყება საქართველოს პარლამენტი.
იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია საქართველოში შეხვედრებს მართავს.
საქართველოს პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და იორდანიას შორის ისტორიულ კავშირებს, აღინიშნა საპარლამენტო დონეზე, ასევე, ვაჭრობის, მედიცინის, განათლების, ტურიზმისა და კულტურის სექტორებში თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა.
მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების საკითხზე და ხაზი გაუსვეს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის კავშირების გაღრმავებაზე.
იორდანიის წარმომადგენელთა პალატის წევრებმა ყურადღება გაამახვილეს იორდანიაში მდებარე რელიგიურად მნიშვნელოვან ადგილებზე, მათ შორის, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე, რომლის მიმდებარედ ქართული კულტურის ცენტრის აშენება იგეგმება.
მათი თქმით, დიდია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პოტენციალი ტურიზმის მიმართულებით.
აგრეთვე, დადებითად აღინიშნა საქართველოთი დაინტერესება იორდანელი სტუდენტების მხრიდან, რომლებიც ძირითადად მედიცინის ფაკულტეტზე სწავლობენ.
„დელეგაციის წევრებმა დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი იორდანიის მტკიცე მხარდაჭერა. შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით იორდანიაში მიიწვიეს. შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტში იორდანიასთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ინფორმაციაში.
საქართველომ და იორდანიამ დიპლომატიური ურთიერთობა 1994 წლის 6 აპრილს დაამყარეს. საქართველოს საელჩო სამეფოში 2004 წელს გაიხსნა. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში.