რამდენია დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასი საქართველოში – მონაცემები განახლდა

© photo: Sputnik / Stringerლარის კუპიურები
ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2026
გამოწერა
თბილისსა და შემოსავლის მხრივ ყველაზე მოკრძალებულ რეგიონს, რაჭა-ლეჩხუმს შორის ხელფასების სხვაობა ორჯერ მეტია, ხოლო მთელი ქვეყნის მასშტაბით მამაკაცებისა და ქალების ხელფასებს შორის - თითქმის ერთნახევარჯერ.
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალოთვიურმა ნომინალურმა ხელფასმა 2026 წლის მეორე კვარტალში 2.389,3 ლარი შეადგინა, რაც 8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
2026 წლის აპრილ-ივნისში ბიზნეს-სექტორში საშუალო ნომინალურმა ანაზღაურებამ 2.471,5 ლარი შეადგინა, რაც 6,6%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
„საქსტატის" მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში არაკომერციულ და საფინანსო სექტორში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საშუალო ნომინალური ხელფასი 10,6%-ით გაიზარდა და 2.239 ლარი შეადგინა.
ყველაზე მაღალი საშუალო ნომინალური ხელფასი ფიქსირდება თბილისში - 2.758,5 ლარი, ხოლო ყველაზე დაბალი რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონში - 1.1235,4 ლარი.
საქმიანობის ტიპის მიხედვით ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი 2026 წლის მეორე კვარტალში:
ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4.400,4ლარი (+5,4%);
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 4.074,1 ლარი (+9,2%);
მშენებლობა - 3.496,6 ლარი (+0,8%);
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 3.304,8 ლარი (+10,3%);
ამასთან, საქართველოში ქალებისა და მამაკაცების ხელფასები კვლავ განსხვავდება. საანგარიშო პერიოდში მამაკაცების საშუალო ნომინალურმა ხელფასმა 2.856,4 ლარი შეადგინა (+7,6% წელიწადში), ქალების კი 1.927 ლარი (+8,9% წელიწადში). მამაკაცების ხელფასი ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სექტორში უფრო მაღალია.
ყველა ახალი ამბავი
0