მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„ქვაბი“ დუღს: რუსეთის არმია უკრაინის ალყაშემორტყმულ შეიარაღებულ ძალებს სოფლებიდან დევნის

© photo: Sputnik / Станислав Красильников / გადასვლა მედიაბანკშისაზენიტო დანადგარი „გრადის“ მუშაობა
საზენიტო დანადგარი „გრადის“ მუშაობა - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2026
გამოწერა
რუსეთის სამხედრო მოსამსახურეები აგრძელებენ აქტიურ შეტევას ხარკოვის ოლქში, ავიწროებენ ტერიტორიას რომელზეც ალყაშემორტყმული ფორმირებები იმყოფებიან და გარე კონტროლის ზონას აფართოებენ
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. რუსეთის ჯარებმა ხარკოვის ოლქის სოფელ მალაია ვოლჩიაზე კონტროლი დაამყარეს, ასევე ზაპოროჟიეს ოლქის სოფელი როზოვკა გაათავისუფლეს, იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
მალაია ვოლჩია ე.წ. „ხარკოვის ქვაბის“ ნაწილია - რუსული ჯარების მიერ უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფების ალყის. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადრე იუწყებოდა აქტიური ბრძოლის შესახებ, რომლებსაც ქვედანაყოფი „სევერის“ მებრძოლები ამ დასახლებული პუნქტის გასათავისუფლებლად აწარმოებდა.
„აქტიური ქმედებების შედეგად, ხარკოვის ოლქის დასახლებული პუნქტი მალაია ვოვჩია რუსული ჯარების კონტროლის ქვეშ მოექცა“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოპერატიულ ანგარიშში.
მალაია ვოლჩიაზე კონტროლის დამყარებამ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს გარე კონტროლის ზონის გაფართოების საშუალება მისცა. თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ ხარკოვის ოლქში რუსული ძალების დაჯგუფება „სევერის“ დანაყოფები ალყის რკალის შევიწროებას აგრძელებენ.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოწინააღმდეგემ სცადა გარღვევა სოფლების პრიკოლოტნესა და ნოვოოლექსანდრივკას მახლობლად პოზიციების გასამაგრებლად. თუმცა, „სევერის“ სამხედროებმა ეს მცდელობები ჩაშალეს და უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯგუფებები გაანადგურეს.
გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „ვოსტოკის“ დაჯგუფების სამხედრო მოსამსახურეებმა ზაპოროჟიეს ოლქში სოფელი როზოვკა გაათავისუფლეს.
ყველა ახალი ამბავი
0