პრემიერ-მინისტრი: გრანტების მართვის სააგენტო საქართველოში წლის ბოლომდე დაიხურება

© photo: Sputnik / Stringerმთავრობის ადმინისტრაცია
მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2026
გამოწერა
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციები გამოიგონეს და იყენებდნენ როგორც უცხოური ჩარევის მთავარ ინსტრუმენტს
თბილისი, 17 სექტემბერი - Sputnik. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გრანტების მართვის სააგენტო საქართველოში წლის ბოლომდე დაიხურება.
მთავრობამ 2025 წლის თებერვალში აამოქმედა პროგრამა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოს ბიუჯეტიდან გამოყოფილი გრანტებით აფინანსებდა.
„ენჯეო“ არის ხელოვნური ფენომენი, რომელიც არის მოგონილი ხელოვნურად, უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის. როდესაც ჩვენ შევქმენით შესაბამისი სააგენტო, გამოჩნდა, რომ ეს ასეა. „ენჯეო“, თავისთავად, არის ხელოვნური ფენომენი. „ენჯეოს“ ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს ერთი სახელმწიფოს ინტერვენცია მეორე სახელმწიფოში“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, თავის დროზე არასამთავრობო ორგანიზაციები სწორედ ამისათვის მოიგონეს.
„ერთი საუკუნის წინ „ენჯეოები“ არ არსებობდნენ. შემდეგ მოიგონეს და „ენჯეოებს“ იყენებდნენ, როგორც უცხოური ინტერვენციის მთავარ ინსტრუმენტს. ამის არაერთი მაგალითი ვნახეთ საქართველოში. შესაბამისად, ჩვენ მოვიგონოთ „ენჯეოები“ და ასეთი რამ დავაფინანსოთ, ასეთი რამ არასწორია, შესაბამისად, ამის გამო მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება“, - განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს ხელისუფლება და არასამთავრობო ორგანიზაციები
ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთობები გაუარესდა. ხელისუფლებამ რამდენიმე მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაცია უცხო სახელმწიფოების ინტერესების გატარებასა და ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების დაფინანსებაში დაადანაშაულა.
მათ შორის ამის თავიდან აცილების მიზნით მიღებულ იქნა კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედია საშუალებებს, რომელთა წლიური შემოსავლის წყაროს 20%-ზე მეტს „უცხოური ძალა“ წარმოადგენს, სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციას და ფინანსური დეკლარაციის წარდგენას ავალდებულებს. ამჟამად, რეესტრში 385 ორგანიზაციაა რეგისტრირებული.
გარდა ამისა, ანტიკორუფციულმა ბიურომ მიიღო უფლება, აღიაროს არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად და მათი ანგარიშვალდებულება პოლიტიკური პარტიების ანგარვალდებულებასთან გაათანაბროს.
ყველა ახალი ამბავი
0