https://sputnik-georgia.com/20260917/papuasvili-erovnuli-interesebi-saqartvelosi-msvidobis-senarcunebis-mtavari-receptia-300645177.html
პაპუაშვილი: ეროვნული ინტერესები - საქართველოში მშვიდობის შენარჩუნების მთავარი რეცეპტია
პაპუაშვილი: ეროვნული ინტერესები - საქართველოში მშვიდობის შენარჩუნების მთავარი რეცეპტია
Sputnik საქართველო
„ქართული ოცნების“ მთავრობა არავის მისცემს უფლებას, გარე ძალების ინტერესები ეროვნულ ინტერესებზე მაღლა დააყენოს. 17.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-17T14:19+0400
2026-09-17T14:19+0400
2026-09-17T14:19+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/10/299167246_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_0e7dee58ec52dc1a96fde64127b83915.jpg
თბილისი, 17 სექტემბერი - Sputnik. საქართველო აღმოჩნდა მშვიდობის კუნძულად იმის წყალობით, რომ მთავრობა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს უღებს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ განაცხადა, რომ მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა დღეს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაა, რომლებიც შეესაბამება ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებს, პირდაპირ წვლილს შეიტანს მათი მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მშვიდობის შენარჩუნებას.მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს შორის ჯერ კიდევ არიან ისეთებიც, რომლებიც უცხო სახელმწიფოების ინტერესებს საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებენ, ასრულებენ მათ დავალებებს და ქუჩებში უცხო დროშებით გამოდიან.„დღემდე უცხო ქვეყნის დროშებით დადიან საქართველოს მოქალაქეები, ამით ამაყობენ, ვერც იაზრებენ, რომ ამით საკუთარ მოქალაქეობას აკნინებენ, როდესაც სხვა ქვეყნის დროშები არის მათთვის განმსაზღვრელი, სხვა ქვეყნის ჰიმნები, სლოგანები, შეძახილები და ასე შემდეგ და ამას აყენებენ საკუთარი ქვეყნის დროშაზე და ჰიმნზე ზემოთ”, - განაცხადა პაპუაშვილმა.მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ განაცხადა, რომ გარკვეული დასავლელი და უკრაინელი პოლიტიკოსები საქართველოს მთავრობას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დაწყებისკენ მოუწოდებდნენ, რითაც გაიხსნებოდა „მეორე ფრონტი“ და ქვეყანა რუსეთთან დაპირისპირებაში ჩაერთვებოდა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, სწორედ ამ ნაბიჯზე უარის თქმამ გამოიწვია ურთიერთობების გაცივება დასავლეთთან.საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის დაწყებიდან მალევე გახდა ქართული ოპოზიციისა და ოფიციალური კიევის წარმომადგენლების კრიტიკის ობიექტი. თავდაპირველად მიზეზი გახდა უკრაინაში მოხალისეების ორგანიზებულ გაგზავნაზე უარის თქმა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს შეიარაღებულ კონფლიქტში ქვეყნის პირდაპირ ჩართვას ნიშნავდა.გარდა ამისა, საქართველოს მთავრობას ბრალი დასდეს რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარების გაწევაში. თუმცა, 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების კოორდინატორებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული მუშაობა.საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ საკუთარი სანქციების დაწესებაზე და განაცხადა, რომ ამით მხოლოდ თბილისი დაზარალდებოდა. ამასთან, საქართველო იცავს საერთაშორისო სანქციებს და უკრაინას პოლიტიკურსა და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უწევს.საქართველო და დასავლეთისაქართველოს პარტნიორობა მთელ რიგ დასავლურ ქვეყანასთან გაუარესდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების შემდეგ.დასავლეთი საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას დემოკრატიის უკუსვლაში და ანტიდასავლურ რიტორიკაში ადანაშაულებს. ხელისუფლება ამ განხეთქილებას უკრაინაში კონფლიქტთან დაკავშირებით ქვეყნის პოზიციისადმი დასავლეთის უკმაყოფილებასა და სუვერენიტეტის შენარჩუნების სურვილს მიაწერს.ევროკავშირმა გაყინა ურთიერთობები საქართველოსთან, უარი თქვა მაღალი დონის შეხვედრებზე, შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ინტეგრაცია კავშირში, მოლაპარაკებების დაწყების პირობების შეუსრულებლობის მოტივით.შეერთებულმა შტატებმა ასევე შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა და დაფინანსების ნაწილი. შტატებმა ფინანსური სანქციებიც დააწესა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ, ასევე დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ, სავიზო სანქციები დაუწესეს 300-ზე მეტ საქართველოს მაღალჩინოსანს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/10/299167246_143:0:1280:853_1920x0_80_0_0_74aacc725cc800f0232d7d2951a40c00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
პაპუაშვილი: ეროვნული ინტერესები - საქართველოში მშვიდობის შენარჩუნების მთავარი რეცეპტია
„ქართული ოცნების“ მთავრობა არავის მისცემს უფლებას, გარე ძალების ინტერესები ეროვნულ ინტერესებზე მაღლა დააყენოს.
თბილისი, 17 სექტემბერი - Sputnik. საქართველო აღმოჩნდა მშვიდობის კუნძულად იმის წყალობით, რომ მთავრობა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს უღებს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ განაცხადა, რომ მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა დღეს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაა, რომლებიც შეესაბამება ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებს, პირდაპირ წვლილს შეიტანს მათი მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მშვიდობის შენარჩუნებას.
„თუკი დავხედავთ ჩვენ რუსეთის, უკრაინის, ახლო აღმოსავლეთის ცას, ზუსტად პირდაპირ ჩანს, გაზომვა შეიძლება ამის, თუ რა არის ფასი ომის და კონფლიქტის, ეს ყველაფერი ავარიდეთ [ქვეყანას]. ჩვენ მშვიდობის კუნძული აღმოვჩნდით იმ მართლაც შეშლილ სამყაროში, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. სწორედ ის, რომ ჩვენი ინტერესებით ვმოქმედებთ, აღმოჩნდა მშვიდობის შენარჩუნების მთავარი რეცეპტი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს შორის ჯერ კიდევ არიან ისეთებიც, რომლებიც უცხო სახელმწიფოების ინტერესებს საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებენ, ასრულებენ მათ დავალებებს და ქუჩებში უცხო დროშებით გამოდიან.
„დღემდე უცხო ქვეყნის დროშებით დადიან საქართველოს მოქალაქეები, ამით ამაყობენ, ვერც იაზრებენ, რომ ამით საკუთარ მოქალაქეობას აკნინებენ, როდესაც სხვა ქვეყნის დროშები არის მათთვის განმსაზღვრელი, სხვა ქვეყნის ჰიმნები, სლოგანები, შეძახილები და ასე შემდეგ და ამას აყენებენ საკუთარი ქვეყნის დროშაზე და ჰიმნზე ზემოთ”, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ განაცხადა, რომ გარკვეული დასავლელი და უკრაინელი პოლიტიკოსები საქართველოს მთავრობას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დაწყებისკენ მოუწოდებდნენ, რითაც გაიხსნებოდა „მეორე ფრონტი“ და ქვეყანა რუსეთთან დაპირისპირებაში ჩაერთვებოდა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, სწორედ ამ ნაბიჯზე უარის თქმამ გამოიწვია ურთიერთობების გაცივება დასავლეთთან.
საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის დაწყებიდან მალევე გახდა ქართული ოპოზიციისა და ოფიციალური კიევის წარმომადგენლების კრიტიკის ობიექტი. თავდაპირველად მიზეზი გახდა უკრაინაში მოხალისეების ორგანიზებულ გაგზავნაზე უარის თქმა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს შეიარაღებულ კონფლიქტში ქვეყნის პირდაპირ ჩართვას ნიშნავდა.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობას ბრალი დასდეს რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარების გაწევაში. თუმცა, 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების კოორდინატორებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული მუშაობა.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ საკუთარი სანქციების დაწესებაზე და განაცხადა, რომ ამით მხოლოდ თბილისი დაზარალდებოდა. ამასთან, საქართველო იცავს საერთაშორისო სანქციებს და უკრაინას პოლიტიკურსა და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უწევს.
საქართველოს პარტნიორობა მთელ რიგ დასავლურ ქვეყანასთან გაუარესდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების შემდეგ.
დასავლეთი საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას დემოკრატიის უკუსვლაში და ანტიდასავლურ რიტორიკაში ადანაშაულებს. ხელისუფლება ამ განხეთქილებას უკრაინაში კონფლიქტთან დაკავშირებით ქვეყნის პოზიციისადმი დასავლეთის უკმაყოფილებასა და სუვერენიტეტის შენარჩუნების სურვილს მიაწერს.
ევროკავშირმა გაყინა ურთიერთობები საქართველოსთან, უარი თქვა მაღალი დონის შეხვედრებზე, შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ინტეგრაცია კავშირში, მოლაპარაკებების დაწყების პირობების შეუსრულებლობის მოტივით.
შეერთებულმა შტატებმა ასევე შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა და დაფინანსების ნაწილი. შტატებმა ფინანსური სანქციებიც დააწესა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ, ასევე დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ, სავიზო სანქციები დაუწესეს 300-ზე მეტ საქართველოს მაღალჩინოსანს.