მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ლავროვი: დასავლეთთან ყველა შეთანხმებას სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ

© photo: Sputnik / Рамиль Ситдиковსერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2026
გამოწერა
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცადა, რომ ვაშინგტონთან დიალოგს რუსეთისთვის ჯერ რაიმე მატერიალური ეფექტი არ მოუტანია, მაგრამ მოსკოვი მზადაა დიალოგისთვის
თბილისი, 17 სექტემბერი - Sputnik. დასავლეთის ქმედებებმა ბევრი დაარწმუნა, რომ მათთან ნებისმიერი შეთანხმება სიფრთხილით უნდა იქნას განხილული, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსოფილების საერთაშორისო მოძრაობის მეოთხე კონგრესის გახსნის ცერემონიაზე.
„ვფიქრობ, დასავლეთის მიერ საქმის წარმოების მანერამ უკვე ბევრი დაარწმუნა, რომ უფრო ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ნებისმიერ შეთანხმებას სახელმწიფოთა ამ ჯგუფთან, რომელსაც, ეჭვგარეშეა, შეუძლია ერთ ღამეში გაწყვიტოს ყველა მათი შეთანხმება, მიაფურთხოს ყველა თავის პრინციპს, რომელსაც ისინი ათწლეულების განმავლობაში უჭერდნენ მხარს საერთაშორისო ასპარეზზე გლობალიზაციის კონცეფციის ფარგლებში“, - თქვა მინისტრმა.
მისი თქმით, საბაზრო ძალების თავისუფალი თამაში, საკუთრების ხელშეუხებლობა და პატიოსანი კონკურენცია „ცეცხლში ჩაყარეს“ მას შემდეგ, რაც დასავლეთმა გადაწყვიტა მხარი დაუჭიროს უკრაინაში ხელისუფლებაში უკანონოდ მოსულ ნაცისტურ რეჟიმს რუსეთის წინააღმდეგ.
დიალოგი აშშ-თან
ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონთან დიალოგს რუსეთისთვის ჯერ რაიმე მატერიალური ეფექტი არ მოუტანია.
„ჩვენი ურთიერთობების აღდგენის თვალსაზრისით არანაირი მატერიალური ეფექტი არ დამდგარა და არც არის მოსალოდნელი“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
ამავდროულად, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვი ყოველთვის მზადაა სასაუბროდ.
„ჩვენ მომთმენი ხალხი ვართ, ვიცით ჩვენი უფლებები, ვიცით ჩვენი სიმართლე, მაგრამ ყოველთვის მზად ვართ სასაუბროდ“, - დასძინა ლავროვმა.
მან აღნიშნა, რომ რუსეთისა და შეერთებული შტატების ლიდერები მუდმივ კონტაქტზე არიან, თავად კი კონტაქტს ინარჩუნებს აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან.
საღი აზრი დასავლეთში
ლავროვის თქმით, დასავლეთის ქვეყნებში ბევრი ისეთი ადამიანია, ვისაც აინტერესებს რუსეთი, მისი კულტურა, ენები, სულიერი და მორალური ღირებულებები.
„ახლომხედველი პოლიტიკოსები, როგორც ვიცით, მოდიან და მიდიან და ეს მოვლენათა ბუნებრივი მიმდინარეობაა. ჩვენ, რუსეთში ვიცით, რომ დასავლეთის ქვეყნებში, ევროპასა და ამერიკაში, ბევრი საღად მოაზროვნე ადამიანია“, - თქვა მინისტრმა.
მან დასძინა, რომ ძალაში შევიდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანებულება, რომელიც ითვალისწინებს ჰუმანიტარულ მხარდაჭერას იმ ადამიანებისა, ვინც იზიარებს ტრადიციულ რუსულ სულიერი და მორალურ ღირებულებებს.
„ეს დოკუმენტი წარმატებით ხორციელდება და მან რადიკალურად გააფართოვა რუსეთში გადასახლების შესაძლებლობები სხვა ქვეყნების მაცხოვრებლებისთვის, რომლებიც აქ ცხოვრებაში ხედავენ მორალური რელატივიზმისა და ყველაფრის უფლების ალტერნატივას, რის კულტივირებასაც დასავლეთის გარკვეული ელიტები ახდენენ“, - ხაზგასმით აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, პროგრამა მოთხოვნადია იმ ქვეყნებშიც კი, რომელთა მთავრობებიც რუსეთის მიმართ არამეგობრულად არიან განწყობილნი.
„მისი დაწყებიდან რამდენიმე ათასმა ადამიანმა უკვე იპოვა სახლი ჩვენს ქვეყანაში“, - თქვა მან.
ყველა ახალი ამბავი
0