დმანისის მუნიციპალიტეტში ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდა

© photo: Sputnik / Stringerძროხა
ძროხა - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2026
გამოწერა
ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადება, ცხოველების ვაქცინაცია და დეზინფექცია იგეგმება.
თბილისი, 17 სექტემბერი - Sputnik. დმანისის მუნიციპალიტეტში ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება სყრსათის ეროვნული სააგენტო.
ქვემო ქართლის რეგიონში, კერძოდ, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში ლაბორატორიული კვლევის შედეგად 2 სულ მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა.
მეპატრონეების გადმოცემით, ცხოველებს დაკბენის კვალი არ აღენიშნებოდათ.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, კანონმდებლობის თანახმად, გატარდება დაავადების სალიკვიდაციო ღონისძიებები: დაავადების კერაში გამოცხადდება კარანტინი; ჩატარდება ცოფის ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია, დეზინფექცია, ⁠ცხოველთა გადაადგილების შეზღუდვა; დაწესდება ცოფის ამთვისებელი ცხოველების ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა.
ეპიდემიოლოგიურ მოკვლევას ქვემო ქართლის დეპარტამენტის სპეციალიტები ჩაატარებენ. სურსათის ეროვნული სააგენტო ინფექციის კერაში ჯანდაცვის სპეციალისტებთან ერთად მუშაობს.
ყველა ახალი ამბავი
0