ტურიზმიდან საქართველოს შემოსავლებმა, შესაძლოა, 4,9 მლრდ დოლარს მიაღწიოს

© photo: Sputnikტურისტები თბილისში
ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2026
გამოწერა
2026 წლის აგვისტოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურ ჭრილში 8,8%-ით გაიზარდა და 695 მლნ დოლარი შეადგინა.
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. 2026 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2026 წელს 4,9 მილიარდ დოლარს მიაღწევს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ყოველკვირეულ მიმოხილვაში.
2025 წელს საქართველოს შემოსავალმა საერთაშორისო მოგზაურებიდან დაახლოებით 4,7 მილიარდი დოლარი შეადგინა - ეს მაჩვენებელი 2025 წელს 5,98%-ით გაიზარდა. 2025 წელს ყველაზე დიდი თანხა რუსეთიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა დახარჯეს – 697,3 მილიონი დოლარი.
„საერთო ჯამში, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 3,2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+1,6% წ/წ). ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4,9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს“, – ნათქვამია განცხადებაში.
კომპანიის ანალიტიკოსების შეფასებით, 2026 წლის აგვისტოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურ ჭრილში 8,8%-ით გაიზარდა და 695 მლნ დოლარი შეადგინა.
ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა ბოლო ორ წელიწადში ყველა რეკორდი მოხსნა. რეკორდულია საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობაც.
ქვეყნის ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის ექვს თვეში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებისგან 1,9 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო, რაც 2,03%-ით ნაკლებია 2025 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელთან შედარებით.
2026 წლის ორ კვარტალში ყველაზე მეტი თანხა ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა დახარჯეს - 335,6 მილიონი აშშ დოლარი.
ამასთან, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რუსეთის მოქალაქეებისგან მიღებული შემოსავალი შემცირდა 25,05%-ით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისგან მიღებული შემოსავალი კი 21,16%-ით გაიზარდა.
ყველა ახალი ამბავი
0