https://sputnik-georgia.com/20260916/tbilisshi-diushenis-sindromit-daavadebulta-sareabilitacio-centri-gaixsneba-300625912.html
კალაძე: თბილისში დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება
კალაძე: თბილისში დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება
Sputnik საქართველო
მედიის მონაცემებით, საქართველოში, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაახლოებით 100 ბავშვია დაავადებული. 16.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-16T15:00+0400
2026-09-16T15:00+0400
2026-09-16T15:00+0400
საქართველო
თბილისის მერია
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/10/300625183_1:0:1279:719_1920x0_80_0_0_2a73a3fe0e94352868000667e81ebec3.jpg
თბილისი, 16 სექტემბერი - Sputnik. თბილისში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.დიუშენის კუნთოვანი დისტროფია იშვიათი კუნთოვანი დაავადება, რომელიც კუნთების პროგრესირებად სისუსტეს იწვევს - მედიის მონაცემებით, საქართველოში, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაახლოებით 100 ბავშვია დაავადებული.კალაძის განცხადებით, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, სარეაბილიტაციო ცენტრის ასაშენებლად გლდანის რაიონში გამოიყოფა მიწის ნაკვეთი.მისი თქმით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია როგორც რეგულარული სამედიცინო-სარეაბილიტაციო ზრუნვა, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობა. სექტემბრის დასაწყისში ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის განკუთვნილი მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ საქართველოში უახლოეს პერიოდში შემოვა.„ჯივინოსტატის“ მიღებას შეძლებენ 6 წლის და უფროსი ასაკის პაციენტები, რომლებსაც მკურნალობის დაწყების მომენტისთვის ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვთ დამოუკიდებლად სიარულის უნარი.როგორც მანამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ შეიძენს და დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში დანერგავს.პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებს შორის 4 ივნისს გამართულ შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომელიც ფარმაცევტულ კომპანიებთან მოლაპარაკებებს წარმართავდა და ერთ-ერთი პრეპარატის შეძენას განახორციელებდა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მშობლების კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-სთან შეხვედრა და კანცელარიის შენობის წინ გამართული საპროტესტო აქციები.დიუშენის კუნთოვანი დისტროფია – ეს არის მძიმე გენეტიკური დაავადება, რომელიც გამოწვეულია იმ გენის დაზიანებით, რომელიც პასუხისმგებელია ცილა დისტროფინის გამომუშავებაზე. დაავადება თითქმის გამონაკლისის გარეშე ვლინდება ბიჭებში ადრეულ ასაკში: თავდაპირველად წარმოიქმნება სირთულეები სირბილისას და კიბეზე ასვლისას, დროთა განმავლობაში კი სისუსტე პროგრესირებს, რაც გავლენას ახდენს სიარულის უნარზე, ასევე გულისა და ფილტვების მუშაობაზე.დღეისათვის დაავადების სრულად განკურნება შეუძლებელია, თუმცა, თანამედროვე მედიცინა მისი განვითარების შენელების საშუალებას იძლევა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/10/300625183_161:0:1120:719_1920x0_80_0_0_9c7654497ca99b7fd034fa75a9f7e299.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
კალაძე: თბილისში დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება
მედიის მონაცემებით, საქართველოში, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაახლოებით 100 ბავშვია დაავადებული.
თბილისი, 16 სექტემბერი - Sputnik. თბილისში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია იშვიათი კუნთოვანი დაავადება, რომელიც კუნთების პროგრესირებად სისუსტეს იწვევს - მედიის მონაცემებით, საქართველოში, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაახლოებით 100 ბავშვია დაავადებული.
კალაძის განცხადებით, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, სარეაბილიტაციო ცენტრის ასაშენებლად გლდანის რაიონში გამოიყოფა მიწის ნაკვეთი.
„დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებთან არაერთი შეხვედრა გავმართეთ და არსებული საჭიროებები დეტალურად განვიხილეთ. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სარეაბილიტაციო ცენტრის შესაქმნელად, გლდანის რაიონში 1 657 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი გადავცეთ ორგანიზაციას „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია როგორც რეგულარული სამედიცინო-სარეაბილიტაციო ზრუნვა, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობა.
„ეს იქნება სივრცე, სადაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები შეძლებენ კომპლექსური სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო მომსახურების მიღებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათ სოციალიზაციასა და განვითარებას", - განაცხადა თბილისის მერმა.
სექტემბრის დასაწყისში ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის განკუთვნილი მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ საქართველოში უახლოეს პერიოდში შემოვა.
„ჯივინოსტატის“ მიღებას შეძლებენ 6 წლის და უფროსი ასაკის პაციენტები, რომლებსაც მკურნალობის დაწყების მომენტისთვის ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვთ დამოუკიდებლად სიარულის უნარი.
როგორც მანამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ შეიძენს და დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში დანერგავს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებს შორის 4 ივნისს გამართულ შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომელიც ფარმაცევტულ კომპანიებთან მოლაპარაკებებს წარმართავდა და ერთ-ერთი პრეპარატის შეძენას განახორციელებდა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მშობლების კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-სთან შეხვედრა და კანცელარიის შენობის წინ გამართული საპროტესტო აქციები.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია – ეს არის მძიმე გენეტიკური დაავადება, რომელიც გამოწვეულია იმ გენის დაზიანებით, რომელიც პასუხისმგებელია ცილა დისტროფინის გამომუშავებაზე. დაავადება თითქმის გამონაკლისის გარეშე ვლინდება ბიჭებში ადრეულ ასაკში: თავდაპირველად წარმოიქმნება სირთულეები სირბილისას და კიბეზე ასვლისას, დროთა განმავლობაში კი სისუსტე პროგრესირებს, რაც გავლენას ახდენს სიარულის უნარზე, ასევე გულისა და ფილტვების მუშაობაზე.
დღეისათვის დაავადების სრულად განკურნება შეუძლებელია, თუმცა, თანამედროვე მედიცინა მისი განვითარების შენელების საშუალებას იძლევა.