თბილისში 9 ათას აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა

© photo: Sputnik / Stringerგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2026
გამოწერა
„თბილისი ენერჯი" აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. გაზსადენზე დღეს დილით მომხდარი ავარიის გამო სამგორისა და ვარკეთილის რაიონებში 9 ათას აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდა, იუწყება გაზგამანაწილებელი კომპანია "თბილისი ენერჯი" (Tbilisi Energy).
კომპანიის ცნობით, გაზის მიწოდება შეუწყდა როგორც მოსახლეობის ნაწილს, ისე აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ დაწესებულებებს, კომერციულ და სავაჭრო ობიექტებს.
გაზმომარაგების აღდგენა 15:00 საათიდან დაიწყება და 22:00 საათამდე ეტაპობრივად დასრულდება.
„თბილისი ენერჯი" აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის და სთხოვს, არ დატოვონ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.
ყველა ახალი ამბავი
0