თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 15 ათასამდე აღსაზრდელი ირიცხება

© photo: Sputnik / Vitaly An'kov / გადასვლა მედიაბანკშისაბავშვო ბაღი
საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2026
გამოწერა
მიუხედავად დიდი დატვირთვისა, საბავშვო ბაღებში 8 ათასზე მეტი თავისუფალი ადგილი დარჩა
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. 2026-2027 სასწავლო წლის რეგისტრაციის შედეგების მიხედვით, თბილისის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში დაახლოებით 15 ათასი ბავშვი ჩაირიცხა, ამასთან, დედაქალაქის ბაღებში ამჟამად 8 ათასზე მეტი ადგილი ვაკანტურია, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
დედაქალაქის მასშტაბით, საბავშვო ბაღები 60 ათასამდე აღსაზრდელს ემსახურება.
„როგორც იცით, თბილისის საბავშვო ბაღებში 2026-2027 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყო. მიმდინარე რეგისტრაციის შედეგად თბილისის ბაღებში დაახლოებით 15 ათასი აღსაზრდელი მივიღეთ. ამ ეტაპზე მთელი თბილისის მასშტაბით 8 ათასზე მეტი თავისუფალი ადგილია“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, საბავშვო ბაღების მართვის სააგენტო ახალ სასწავლო წელს მთელი რიგი სიახლეებით ხვდება. კერძოდ, როგორც მერმა აღნიშნა, თბილისის ახალმა, №168 საბავშვო ბაღმა პირველი აღსაზრდელები მიიღო.
„ეს არის სრულიად ახალი საბავშვო ბაღი სამგორის რაიონში, ევგენი აფხაზავას ქუჩაზე. ის გათვლილია 12 ჯგუფზე და 400-მდე აღსაზრდელის მიღებას შეძლებს. შენობა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს, ადაპტირებულია შშმ პირებისთვის და დაცულია ბავშვთა უსაფრთხოების ყველა მოთხოვნა. ამ დროისთვის ბაღში 150-მდე აღსაზრდელია დარეგისტრირებული“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, თბილისის ბაღებში გასულ არდადეგებზე სხვა ინფრასტრუქტრული პროექტებიც განხორციელდა. კერძოდ, 24 საბავშვო ბაღში ჩატარდა სხვადასხვა სახის სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები, როგორიცაა: ინტერიერის რემონტი, ფასადების განახლება და ეზოს ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა.
სარემონტო სამუშაოები ასევე დაფინანსდა იმ საბავშვო ბაღებში, სადაც უკვე დაწყებულია ან იგეგმება ავტორიზაციის პროცესი. ავტორიზაცია სავალდებულოა ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის და ეს პროცესი 2030 წლისთვის უნდა დასრულდეს.
ყველა ახალი ამბავი
0