https://sputnik-georgia.com/20260916/tbilisi-energetikul-porums-umaspinzlebs-300628270.html
WFER Tbilisi - 2026: თბილისი მსოფლიო ენერგეტიკულ ფორუმს უმასპინძლებს
WFER Tbilisi - 2026: თბილისი მსოფლიო ენერგეტიკულ ფორუმს უმასპინძლებს
Sputnik საქართველო
ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმი, რომელიც თბილისში პირველად ჩატარდება, 2000 წლიდან ყოველ 3 წელიწადში ერთხელ იმართება. 16.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-16T15:29+0400
2026-09-16T15:29+0400
2026-09-16T15:29+0400
საქართველო
საქართველოს ენერგეტიკა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24870/03/248700355_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_a1ffc8086cb12ff392ad0956c4e0d446.jpg
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. თბილისი 21-24 სექტემბერს ენერგეტიკის რეგულირების მე-9 მსოფლიო ფორუმს (WFER IX) უმასპინძლებს, რომელიც საქართველოში პირველად გაიმართება, ნათქვამია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (GNERC) ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.მსოფლიო მასშტაბის ენერგეტიკის სექტორის უმსხვილესი ფორუმის თბილისში ჩატარებას ევროპისა და სხვადასხვა ქვეყნის წამყვანმა ენერგეტიკულმა ორგანიზაციებმა 2023 წლის მარტში, პერუს დედაქალაქ ლიმაში გამართულ რიგით მერვე ფორუმზე დაუჭირეს მხარი. უწყების ცნობით, ფორუმის ფარგლებში თბილისს 1 ათასამდე მაღალი რანგის დელეგატი ეწვევა - ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ევროპისა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ენერგეტიკული გაერთიანებების, ასოციაციების წევრი ქვეყნები, სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკული და დონორი ორგანიზაციების პირველი პირები.ფორუმზე იმსჯელებენ მსოფლიო მასშტაბით ენერგეტიკის სექტორში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე, საინვესტიციო საკითხებსა და განახლებადი ენერგიების როლზე მდგრადი ენერგეტიკის განვითარებაში - ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო.21 სექტემბერს, ფორუმის პირველ დღეს ფლორენციის რეგულირების სკოლის (FSR) ორგანიზებით ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოსთან (CEER) და კომუნალური მომსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნულ ასოციაციასთან (NARUC) თანამშრომლობით, ენერგეტიკის საკითხებზე ტრენინგები ჩატარდება. ტრენინგების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოიძება და რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბმულზე.ფორუმის ოფიციალური გახსნის ცერემონია 22 სექტემბერს გაიმართება. 22-24 სექტემბერს დაგეგმილია პლენარული სესიები ინოვაციებისა და ენერგეტიკული ტრანსფორმაციის, ინსტიტუციონალიზაციისა და რეგიონული ინტეგრაციის, კონკურენტუნარიანობისა და მომხმარებელთა უფლებების გაძლიერების თემატიკებზე.ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის ეგიდით (ICER) ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმი 2000 წლიდან ყოველ 3 წელიწადში ერთხელ იმართება. სხვადასხვა ორგანიზაციასთან ერთად ICER-ის წევრები არიან: ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭო (CEER), აშშ-ის კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ასოციაცია (NARUC), ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA).წინა წლებში ფორუმის მასპინძელი ქვეყნები იყვნენ: აშშ, იტალია, საბერძნეთი, კანადა, თურქეთი, მექსიკა, პერუ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24870/03/248700355_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_e38eda1a62703c712238689276ebacf3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
WFER Tbilisi - 2026: თბილისი მსოფლიო ენერგეტიკულ ფორუმს უმასპინძლებს
ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმი, რომელიც თბილისში პირველად ჩატარდება, 2000 წლიდან ყოველ 3 წელიწადში ერთხელ იმართება.
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. თბილისი 21-24 სექტემბერს ენერგეტიკის რეგულირების მე-9 მსოფლიო ფორუმს (WFER IX) უმასპინძლებს, რომელიც საქართველოში პირველად გაიმართება, ნათქვამია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (GNERC) ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
მსოფლიო მასშტაბის ენერგეტიკის სექტორის უმსხვილესი ფორუმის თბილისში ჩატარებას ევროპისა და სხვადასხვა ქვეყნის წამყვანმა ენერგეტიკულმა ორგანიზაციებმა 2023 წლის მარტში, პერუს დედაქალაქ ლიმაში გამართულ რიგით მერვე ფორუმზე დაუჭირეს მხარი.
უწყების ცნობით, ფორუმის ფარგლებში თბილისს 1 ათასამდე მაღალი რანგის დელეგატი ეწვევა - ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ევროპისა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ენერგეტიკული გაერთიანებების, ასოციაციების წევრი ქვეყნები, სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკული და დონორი ორგანიზაციების პირველი პირები.
ფორუმზე იმსჯელებენ მსოფლიო მასშტაბით ენერგეტიკის სექტორში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე, საინვესტიციო საკითხებსა და განახლებადი ენერგიების როლზე მდგრადი ენერგეტიკის განვითარებაში - ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო.
21 სექტემბერს, ფორუმის პირველ დღეს ფლორენციის რეგულირების სკოლის (FSR) ორგანიზებით ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოსთან (CEER) და კომუნალური მომსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნულ ასოციაციასთან (NARUC) თანამშრომლობით, ენერგეტიკის საკითხებზე ტრენინგები ჩატარდება. ტრენინგების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოიძება და რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია
ბმულზე.
ფორუმის ოფიციალური გახსნის ცერემონია 22 სექტემბერს გაიმართება. 22-24 სექტემბერს დაგეგმილია პლენარული სესიები ინოვაციებისა და ენერგეტიკული ტრანსფორმაციის, ინსტიტუციონალიზაციისა და რეგიონული ინტეგრაციის, კონკურენტუნარიანობისა და მომხმარებელთა უფლებების გაძლიერების თემატიკებზე.
ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის ეგიდით (ICER) ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმი 2000 წლიდან ყოველ 3 წელიწადში ერთხელ იმართება. სხვადასხვა ორგანიზაციასთან ერთად ICER-ის წევრები არიან: ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭო (CEER), აშშ-ის კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ასოციაცია (NARUC), ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA).
წინა წლებში ფორუმის მასპინძელი ქვეყნები იყვნენ: აშშ, იტალია, საბერძნეთი, კანადა, თურქეთი, მექსიკა, პერუ.