საქართველო წარმატებით ყიდის ლოკოკინებს საზღვარგარეთ - უახლესი მონაცემები

ლოკოკინა - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2026
გამოწერა
ლოკოკინების წარმოება ქართველი ფერმერებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი სფეროა – ერთი ჰექტარიდან შემოსავალი რამდენიმე ათეული ათასი ევროა.
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. საქართველომ 2026 წლის 8 თვეში ექსპორტზე 2,7 მლნ დოლარის ღირებულების 788,6 ტონა ლოკოკინა გაიტანა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ლოკოკინების რაოდენობა 74%-ით (335 ტონა), ხოლო ღირებულება 76%-ით (1,2 მლნ დოლარი) გაიზარდა.
ქართული ლოკოკინების მთავარი საექსპორტო ბაზრებია საფრანგეთი (70%) და თურქეთი (30%).
ლოკოკინების წარმოება ქართველი ფერმერებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი სფეროა – ერთი ჰექტარიდან შემოსავალი რამდენიმე ათეული ათასი ევროა.
2025 წელს ექსპორტის მოცულობამ 571 ტონა შეადგინა.
საქართველო იმ ქვეყნების სიაში მოხვდა, რომლებსაც 2021 წელს ევროკავშირის ბაზარზე ლოკოკინების ექსპორტის უფლება აქვთ. სიაში საქართველოს შეყვანას წინ უძღოდა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების და პროდუქტის ხარისხის კონტროლის ღონისძიებები.
ყველა ახალი ამბავი
0