რამდენით გაიზარდა საქართველოს საგარეო ვაჭრობა - მონაცემები განახლდა

CC BY-SA 3.0 / Nc tech3 / POTIფოთის პორტი
ფოთის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2026
გამოწერა
ქვეყანაში 12,5 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 8,3%-ით გაიზარდა და 18 მლრდ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 12,5 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,3%-ით მეტი.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2026 წლის იანვარ-აგვისტოში

მაჩვენებელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა,%

ექსპორტი

5 422,6

22,1

იმპორტი

12 493,0

3,3

სულ

17 915,6

8,3

ექსპორტმა 5,4 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის 8 თვესთან შედარებით 22,6%-ით მეტია.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 7,1 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7,6%-ით ნაკლებია.
2025 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წელთან შედარებით 10,1%-ით გაიზარდა და 25,8 მლრდ დოლარი შეადგინა (არორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ამასთან, ექსპორტმა 7,3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 11,2%-ით მეტია.
გასულ წელს ქვეყანაში იმპორტირებულ იქნა 18,5 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქცია, რაც 2024 წელთან შედარებით 9,7%-ით მეტია.
ყველა ახალი ამბავი
0