https://sputnik-georgia.com/20260916/parlamentma-borashvilis-kandidatura-daamtkica-300627800.html
პარლამენტმა სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა
პარლამენტმა სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა
Sputnik საქართველო
სუს-ის უფროსის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გელა გელაძემ ორშაბათს, 14 სექტემბერს პოსტის დატოვების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა 16.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-16T12:48+0400
2026-09-16T12:48+0400
2026-09-16T12:48+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/0e/300588891_0:83:1601:983_1920x0_80_0_0_dfc5de9c5d13595825dd14c159014784.jpg
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა დაამტკიცეს - მის კანდიდატურას კანონმდებლებმა 83 ხმით, ერთხმად დაუჭირეს მხარი.პლენარულ სხდომამდე, ბორაშვილს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს.კანონმდებლობის თანახმად, სუს-ის უფროსი უფლებამოსილების 6-წლიანი ვადით ირჩევა - უწყების ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ორი დღის წინ დაასახელა.სუს-ის უფროსის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გელა გელაძემ ორშაბათს, 14 სექტემბერს პოსტის დატოვების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა - იგი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.ამ დრომდე ბორაშვილს სუს-ის უფროსის მოადგილის პოსტი ეკავა - მისი ბიოგრაფია მჭიდროდ არის დაკავშირებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. წლების განმავლობაში მას სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა, 2025 წლის 4 სექტემბრიდან კი სუს-ის უფროსის მოადგილის პოსტი უჭირავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/0e/300588891_90:0:1510:1065_1920x0_80_0_0_f465b6596a9aa8dfa1189636ae263829.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
პარლამენტმა სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა
სუს-ის უფროსის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გელა გელაძემ ორშაბათს, 14 სექტემბერს პოსტის დატოვების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა დაამტკიცეს - მის კანდიდატურას კანონმდებლებმა 83 ხმით, ერთხმად დაუჭირეს მხარი.
პლენარულ სხდომამდე, ბორაშვილს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს.
კანონმდებლობის თანახმად, სუს-ის უფროსი უფლებამოსილების 6-წლიანი ვადით ირჩევა - უწყების ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ორი დღის წინ დაასახელა.
სუს-ის უფროსის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გელა გელაძემ ორშაბათს, 14 სექტემბერს პოსტის დატოვების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა - იგი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.
ამ დრომდე ბორაშვილს სუს-ის უფროსის მოადგილის პოსტი ეკავა - მისი ბიოგრაფია მჭიდროდ არის დაკავშირებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. წლების განმავლობაში მას სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა, 2025 წლის 4 სექტემბრიდან კი სუს-ის უფროსის მოადგილის პოსტი უჭირავს.