https://sputnik-georgia.com/20260916/papuashvili-demograpiul-problemebze-300623031.html
საქართველოში დემოგრაფიული პრობლემების მთავარ მიზეზად კეთილდღეობის ზრდა დაასახელეს
საქართველოში დემოგრაფიული პრობლემების მთავარ მიზეზად კეთილდღეობის ზრდა დაასახელეს
Sputnik საქართველო
პაპუაშვილის თქმით, ქვეყნის პარლამენტი მთავრობასთან ერთად მუშაობს ახალ ინიციატივებზე დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. 16.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-16T10:23+0400
2026-09-16T10:23+0400
2026-09-16T10:23+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/0d/300569151_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_6bd85c3b0c3b867fd52d3455c0d5e093.jpg
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში დემოგრაფიული პრობლემების ძირითადი მიზეზი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაა, რასაც მსოფლიო პრაქტიკაში, როგორც წესი, შობადობის შემცირება ახლავს თან, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.საქართველოში მოსახლეობის უარყოფითი ბუნებრივი მატება 2020 წლიდან ფიქსირდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, 2026 წლის იანვრიდან ივნისამდე პერიოდში საქართველოში დაახლოებით 17,5 ათასი ბავშვი დაიბადა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვმა 22,2 ათას ადამიანს მიაღწია.სპიკერის თქმით, მსოფლიო შობადობის რუკის მიხედვით, სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და შობადობას შორის არსებობს პირდაპირი კავშირი, რაც დემოგრაფიული კვლევებითაც დასტურდება.„სამწუხაროა, რომ სხვა ფაქტორებთან ერთად, ერთ-ერთი სწორედ ეს კავშირია. თუმცა, ასეთ შემთხვევაში შობადობის სტიმულირების სხვა, დამატებითი გზები უნდა ვეძებოთ“, – განაცხადა სპიკერმა.ამასთან, პაპუაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობამ შობადობის გაზრდის სხვა ხერხები უნდა მოძებნოს.მისი თქმით, ქვეყნის პარლამენტი მთავრობასთან ერთად მუშაობს ახალ ინიციატივებზე დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, 14 წლამდე ბავშვების წილი ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 19,23%-ს შეადგენს, ხოლო 55 წელზე უფროსი ასაკის პირთა წილი – 29,53%-ს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/0d/300569151_162:0:1954:1344_1920x0_80_0_0_aed0494cf783f63eb7b859bac6611d49.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საზოგადოება
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საზოგადოება
საქართველოში დემოგრაფიული პრობლემების მთავარ მიზეზად კეთილდღეობის ზრდა დაასახელეს
პაპუაშვილის თქმით, ქვეყნის პარლამენტი მთავრობასთან ერთად მუშაობს ახალ ინიციატივებზე დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში დემოგრაფიული პრობლემების ძირითადი მიზეზი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაა, რასაც მსოფლიო პრაქტიკაში, როგორც წესი, შობადობის შემცირება ახლავს თან, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოში მოსახლეობის უარყოფითი ბუნებრივი მატება 2020 წლიდან ფიქსირდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, 2026 წლის იანვრიდან ივნისამდე პერიოდში საქართველოში დაახლოებით 17,5 ათასი ბავშვი დაიბადა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვმა 22,2 ათას ადამიანს მიაღწია.
„იმ ფაქტის არაღიარება, რომ კეთილდღეობის ზრდასთან ერთად ქვეყნებში დემოგრაფიული პრობლემები მწვავდება - ეს უბრალოდ მეცნიერების უარყოფა და იმის თქმაა, რომ დედამიწა ბრტყელია. სამწუხაროდ, ეს ასეა. თუმცა, პრობლემები შესაბამის პასუხებს მოითხოვს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
სპიკერის თქმით, მსოფლიო შობადობის რუკის მიხედვით, სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და შობადობას შორის არსებობს პირდაპირი კავშირი, რაც დემოგრაფიული კვლევებითაც დასტურდება.
„სამწუხაროა, რომ სხვა ფაქტორებთან ერთად, ერთ-ერთი სწორედ ეს კავშირია. თუმცა, ასეთ შემთხვევაში შობადობის სტიმულირების სხვა, დამატებითი გზები უნდა ვეძებოთ“, – განაცხადა სპიკერმა.
ამასთან, პაპუაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობამ შობადობის გაზრდის სხვა ხერხები უნდა მოძებნოს.
„უპირველეს ყოვლისა, ქორწინებების რაოდენობა უნდა იყოს უფრო მაღალი. აქაც არის პრობლემები. შემდეგ შობადობა და ა.შ. ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ პრობლემა არსებობს და ის მოითხოვს შესაბამის ზომებს, რომლებიც ნაწილობრივ უკვე მიღებულია. თუნდაც ის, რომ საბავშვო ბაღები უფასოა, გადაწყვეტის ერთ-ერთი კომპონენტია“, – დააზუსტა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ქვეყნის პარლამენტი მთავრობასთან ერთად მუშაობს ახალ ინიციატივებზე დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, 14 წლამდე ბავშვების წილი ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 19,23%-ს შეადგენს, ხოლო 55 წელზე უფროსი ასაკის პირთა წილი – 29,53%-ს.