აზერბაიჯანში საქართველოს ახალი ელჩი ჰყავს

© AFP 2024 / GIUSEPPE CACACE ბაქო
ბაქო - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2026
გამოწერა
ზაქარაშვილი უფლებამოსილების აღსრულებას 2026 წლის 1-ელი ოქტომბრიდან შეუდგება.
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა, იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ზაქარაშვილმა აღნიშნულ პოზიციაზე ზურაბ პატარაძე ჩაანაცვლა, რომელიც ბაქოში საქართველოს დიპლომატიურ მისიას 2018 წლის აგვისტოდან 2026 წლის აპრილამდე ხელმძღვანელობდა - პატარაძე მიმდინარე წლის აპრილში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ აირჩიეს.
უწყების ცნობით, ზაქარაშვილი უფლებამოსილების აღსრულებას 2026 წლის 1-ელი ოქტომბრიდან შეუდგება.
გიორგი ზაქარაშვილს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
გიორგი ზაქარაშვილს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
2021 წლიდან დღემდე იყო უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და სუამ-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი. 2016-2019 წლებში მუშაობდა რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის თანამდებობაზე, ხოლო 2012-2016 წლებში იყო უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და სუამ-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი. სხვადასხვა დროს ასევე ეკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების სამმართველოს უფროსის თანამდებობები.
გიორგი ზაქარაშვილს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
საქართველო და აზერბაიჯანი
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს.
ბაქო და თბილისი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში.
კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.
ყველა ახალი ამბავი
0