საქართველოს მოსახლეობის ფინანსური წიგნიერება: სუსტი რგოლი? – ვიდეო

გამოწერა
კრედიტები საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების ჩვეულებრივ ნაწილად იქცა –იპოთეკა, განვადებები, სამომხმარებლო სესხები და საკრედიტო ბარათები, თუმცა, კრედიტების მოცულობასთან ერთად იზრდება ფინანსური წიგნიერების მნიშვნელობაც.
საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის ბოლო მასშტაბურმა საერთაშორისო კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყანაში ფინანსური წიგნიერების დონე შესაძლო 21 ქულიდან 12,1 ქულას შეადგენს, რაც საშუალო საერთაშორისო მაჩვენებელზე დაბალია - გრძელვადიანი დაგეგმვა და ფულისადმი დამოკიდებულება კვლავ სუსტი წერტილია.
ფინანსური წიგნიერების ასამაღლებლად ქვეყანაში მოქმედებს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია. მისი ამოცანაა – ასწავლოს მომხმარებელს უფრო შეწონილი გადაწყვეტილებების მიღება, რათა ხელმისაწვდომი კრედიტი არ იქცეს პრობლემად.
ყველა ახალი ამბავი
0