https://sputnik-georgia.com/20260915/ragbis-nakrebi-noembershi-3-sashinao-matchs-gamartavs-300584851.html
რაგბი: „ბორჯღალოსნები“ ნოემბერში სამ საშინაო მატჩს გამართავენ
რაგბი: „ბორჯღალოსნები“ ნოემბერში სამ საშინაო მატჩს გამართავენ
Sputnik საქართველო
საქართველომ ერთა თასის პირველი სამი შეხვედრა ზაფხულში, სამხრეთ ამერიკულ ტურნეზე გამართა, სამი გამარჯვება მოიპოვა და ევროპის, აზიისა და აფრიკის ჯგუფს 14 ქულით... 15.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-15T14:12+0400
2026-09-15T14:12+0400
2026-09-15T14:12+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/10/292519254_0:99:1896:1166_1920x0_80_0_0_daa152c8a56f2254d162a3f8be30f261.jpg
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. მსოფლიო რაგბის ერთა თასი 2026-ის (World Rugby 2026) ფარგლებში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე სამ მატჩს გამართავს.ტურნირის მეორე, წლის დასკვნით ეტაპზე, „ბორჯღალოსნები" „ავჭალისა“ და „მიხეილ მესხის“ სტადიონებზე კანადის, ტონგასა და აშშ-ის გუნდებს დაუპირისპირდებიან.საქართველომ ერთა თასის პირველი სამი შეხვედრა ზაფხულში, სამხრეთ ამერიკულ ტურნეზე გამართა, სამი გამარჯვება მოიპოვა და ევროპის, აზიისა და აფრიკის ჯგუფს 14 ქულით ლიდერობს. კიდევ ერთი დაუმარცხებელი გუნდი აშშ-ის ნაკრებია, რომელმაც ასევე 14 ქულა მოიპოვა და ამერიკა - წყნარი ოკეანის ჯგუფში პირველ ადგილზეა. ნოემბრის კამპანიას „ბორჯღალოსნები" 7 ნოემბერს გახსნიან და „ავჭალის” სტადიონზე კანადას დაუპირისპირდებიან. 14 ნოემბერს იგივე სტადიონზე ტონგას შეერკინებიან, 21 ნოემბერს კი აშშ-ის ნაკრებს „მიხეილ მესხზე” სატიტულო მატჩში შეხვდებიან.ნოემბრის მატჩების შემდეგ, ჯგუფებში პირველ ადგილზე გასული ნაკრებები ერთა თასის პირველ ჩემპიონებად გამოცხადდებიან.ერთა თასის 12 მონაწილე გუნდი, გეოგრაფიული პრინციპით ორ ჯგუფში არიან განაწილებული. თითოეული გუნდი ივლისისა და ნოემბრის ფანჯარაში წრიული ფორმატით, მეორე ჯგუფის ყველა გუნდს დაუპირისპირდება, რის შემდეგაც ორივე ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდი ერთა თასის პირველ ჩემპიონად გამოცხადდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/10/292519254_106:0:1790:1263_1920x0_80_0_0_ea305377f340520d60b8dcc0a6417c7c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
რაგბი: „ბორჯღალოსნები“ ნოემბერში სამ საშინაო მატჩს გამართავენ
საქართველომ ერთა თასის პირველი სამი შეხვედრა ზაფხულში, სამხრეთ ამერიკულ ტურნეზე გამართა, სამი გამარჯვება მოიპოვა და ევროპის, აზიისა და აფრიკის ჯგუფს 14 ქულით ლიდერობს.
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. მსოფლიო რაგბის ერთა თასი 2026-ის (World Rugby 2026) ფარგლებში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე სამ მატჩს გამართავს.
ტურნირის მეორე, წლის დასკვნით ეტაპზე, „ბორჯღალოსნები" „ავჭალისა“ და „მიხეილ მესხის“ სტადიონებზე კანადის, ტონგასა და აშშ-ის გუნდებს დაუპირისპირდებიან.
საქართველომ ერთა თასის პირველი სამი შეხვედრა ზაფხულში, სამხრეთ ამერიკულ ტურნეზე გამართა, სამი გამარჯვება მოიპოვა და ევროპის, აზიისა და აფრიკის ჯგუფს 14 ქულით ლიდერობს. კიდევ ერთი დაუმარცხებელი გუნდი აშშ-ის ნაკრებია, რომელმაც ასევე 14 ქულა მოიპოვა და ამერიკა - წყნარი ოკეანის ჯგუფში პირველ ადგილზეა.
ნოემბრის კამპანიას „ბორჯღალოსნები" 7 ნოემბერს გახსნიან და „ავჭალის” სტადიონზე კანადას დაუპირისპირდებიან. 14 ნოემბერს იგივე სტადიონზე ტონგას შეერკინებიან, 21 ნოემბერს კი აშშ-ის ნაკრებს „მიხეილ მესხზე” სატიტულო მატჩში შეხვდებიან.
ნოემბრის მატჩების შემდეგ, ჯგუფებში პირველ ადგილზე გასული ნაკრებები ერთა თასის პირველ ჩემპიონებად გამოცხადდებიან.
ერთა თასის 12 მონაწილე გუნდი, გეოგრაფიული პრინციპით ორ ჯგუფში არიან განაწილებული.
A ჯგუფი (ამერიკა-წყნარი ოკეანის): კანადა, ჩილე, სამოა, ტონგა, ურუგვაი და აშშ.
B ჯგუფი (ევროპა, აზია და აფრიკა): საქართველო, ჰონგ-კონგი, ზიმბაბვე, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი.
თითოეული გუნდი ივლისისა და ნოემბრის ფანჯარაში წრიული ფორმატით, მეორე ჯგუფის ყველა გუნდს დაუპირისპირდება, რის შემდეგაც ორივე ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდი ერთა თასის პირველ ჩემპიონად გამოცხადდება.