https://sputnik-georgia.com/20260915/qonebis-gadasaxadis-40000-zgvari-uqmdeba-300610176.html
ქონების გადასახადის რეფორმა საქართველოში: 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება
ქონების გადასახადის რეფორმა საქართველოში: 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება
Sputnik საქართველო
კანონპროექტი დაჩქარებული წესით იქნება მიღებული და ცვლილებები გადასახდელ თანხებზე უკვე მიმდინარე წელსვე აისახება, აცხადებენ მმართველ გუნდში. 15.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-15T19:00+0400
2026-09-15T19:00+0400
2026-09-15T19:00+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/0d/300569021_0:0:1600:901_1920x0_80_0_0_c0bf04b4df635b13e9438a2145134fb0.jpg
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ქონების გადასახადს მხოლოდ 100 ათას ლარზე მეტი შემოსავლის მქონე მოქალაქეები გადაიხდიან, დაწერა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.როგორც სპიკერმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით მიიღებს საკანონმდებლო ინიციატივას მოქმედი საგადასახადო ზღვრის შეცვლის შესახებ.მისი თქმით, ქონების გადასახადთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება 2026 წელს შესავსებ ქონების დეკლარაციებსაც შეეხება.დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ქონების გადასახადის ვალდებულება ეკისრება ყველა პირს, რომლის საკუთრებაშიც უძრავი ქონება - მიწა, საცხოვრებელი ან კომერციული ფართი, ავტომობილი, ასევე მცურავი და მფრინავი საშუალებებია რეგისტრირებული და რომელთა ოჯახის წინა წლის შემოსავალი 40 ათას ლარს აჭარბებს. ქონების გადასახადის გადახდა უნდა მოხდეს არა უგვიანეს 15 ნოემბრისა. პირის ოჯახის წევრად უპირობოდ ითვლება მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილები, მშობლები, ბებია-ბაბუები, შვილიშვილები, ძმები, დები, რომლებიც ცხოვრობენ დეკლარაციის შემავსებელ პირთან ერთად. ამასთან, შემოსავალად ითვლება ოჯახის მიერ წლის განმავლობაში მიღებული ნებისმიერი შემოსავალი და მოგება, მათ შორის ბიზნესიდან, ფულადი გადარიცხვებიდან და ხელფასიდან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/0d/300569021_179:0:1600:1066_1920x0_80_0_0_4508ed398ec1c97bfbce098d92105c2d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
ქონების გადასახადის რეფორმა საქართველოში: 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება
კანონპროექტი დაჩქარებული წესით იქნება მიღებული და ცვლილებები გადასახდელ თანხებზე უკვე მიმდინარე წელსვე აისახება, აცხადებენ მმართველ გუნდში.
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ქონების გადასახადს მხოლოდ 100 ათას ლარზე მეტი შემოსავლის მქონე მოქალაქეები გადაიხდიან, დაწერა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
როგორც სპიკერმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით მიიღებს საკანონმდებლო ინიციატივას მოქმედი საგადასახადო ზღვრის შეცვლის შესახებ.
„81 ათასი პირი ქონების გადასახადისგან თავისუფლდება. 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება. ქონების გადასახადს მხოლოდ 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე მოქალაქეები გადაიხდიან. საკანონმდებლო ცვლილება 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება“, -დაწერა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ქონების გადასახადთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება 2026 წელს შესავსებ ქონების დეკლარაციებსაც შეეხება.
დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ქონების გადასახადის ვალდებულება ეკისრება ყველა პირს, რომლის საკუთრებაშიც უძრავი ქონება - მიწა, საცხოვრებელი ან კომერციული ფართი, ავტომობილი, ასევე მცურავი და მფრინავი საშუალებებია რეგისტრირებული და რომელთა ოჯახის წინა წლის შემოსავალი 40 ათას ლარს აჭარბებს. ქონების გადასახადის გადახდა უნდა მოხდეს არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.
პირის ოჯახის წევრად უპირობოდ ითვლება მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილები, მშობლები, ბებია-ბაბუები, შვილიშვილები, ძმები, დები, რომლებიც ცხოვრობენ დეკლარაციის შემავსებელ პირთან ერთად.
ამასთან, შემოსავალად ითვლება ოჯახის მიერ წლის განმავლობაში მიღებული ნებისმიერი შემოსავალი და მოგება, მათ შორის ბიზნესიდან, ფულადი გადარიცხვებიდან და ხელფასიდან.