ქართული სკოლა: ჩამორჩენა მცირდება – ვიდეო

გამოწერა
ქართველი მოსწავლეები სწავლების ხარისხით კვლავ ჩამორჩებიან საერთაშორისო საშუალო დონეს, თუმცა, ბოლო კვლევებით, 2025 წელს შესამჩნევი გაუმჯობესება დაფიქსირდა.
სასწავლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო პროგრამა აღნიშნავს, რომ მსოფლიოს 91 ქვეყანას შორის, მოსწავლეთა ცოდნის დონით საქართველომ 2022 წელთან შედარებით პოზიციები მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა - მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ეს მაჩვენებლები საქართველოსთვის ბოლო 10 წლის მანძილზე საუკეთესო გახდა. შემცირდა დაბალი მოსწრების მქონე მოსწავლეების წილი, ასევე შემცირდა სხვაობა ქალაქისა და სოფლის სკოლების მოსწავლეთა მაჩვენებლებს შორის.
მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ გაუმჯობესების მიუხედავად, ქართველი მოსწავლეების შედეგები ჩამორჩება მსგავსი შემოსავლის დონის მქონე ქვეყნების მაჩვენებლებს. მსოფლიო ბანკის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პრობლემა არა მხოლოდ დაფინანსების მოცულობაშია, არამედ მისი გამოყენების ეფექტიანობასა და რესურსების სწორ განაწილებაში.
ყველა ახალი ამბავი
0