https://sputnik-georgia.com/20260915/mtavroba-ilia-meoris-dakrzalvis-arjebze-inpormacias-gaavrcelebs-300610642.html
მთავრობა ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებით ინფორმაციას გაავრცელებს
მთავრობა ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებით ინფორმაციას გაავრცელებს
Sputnik საქართველო
პრემიერის თქმით, პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით პირველადი მონაცემებით, გამოყოფილი იყო სამი მილიონი ლარი, საიდანაც მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა 15.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-15T20:29+0400
2026-09-15T20:29+0400
2026-09-15T20:29+0400
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/16/297732184_0:85:1620:996_1920x0_80_0_0_323e4ca685181d9f4a9873598b96478c.jpg
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირობა დადო, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხების შესაძლო გაფლანგვის თაობაზე გავრცელებული ხმების ფონზე საზოგადოებას მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას გაწეული ხარჯების შესახებ.აღნიშნული საკითხი მას შემდეგ წამოიჭრა, რაც ცნობილი გახდა, რომ მთავრობის მიერ გამოყოფილი 3 მილიონი ლარიდან მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა. ამ ინფორმაციამ საზოგადოებაში, მათ შორის ოპოზიციაში, გამოიწვია საუბრები ცერემონიის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი სამინისტროების მიერ თანხების შესაძლო არამიზნობრივად გამოყენების შესახებ.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა - პატრიარქს მოქალაქეები 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში გამოემშვიდობნენ. ერის სულიერ მამასთან გამოსამშვიდობებლად საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის საეკლესიო დელეგაცია და სახელმწიფოთა წარმომადგენელი ჩამოვიდა. ახალი პატრიარქი შიო III გახდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/16/297732184_90:0:1530:1080_1920x0_80_0_0_c2024e9d66fc9045a2b85a9cadd1aa31.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო
მთავრობა ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებით ინფორმაციას გაავრცელებს
პრემიერის თქმით, პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით პირველადი მონაცემებით, გამოყოფილი იყო სამი მილიონი ლარი, საიდანაც მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირობა დადო, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხების შესაძლო გაფლანგვის თაობაზე გავრცელებული ხმების ფონზე საზოგადოებას მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას გაწეული ხარჯების შესახებ.
აღნიშნული საკითხი მას შემდეგ წამოიჭრა, რაც ცნობილი გახდა, რომ მთავრობის მიერ გამოყოფილი 3 მილიონი ლარიდან მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა. ამ ინფორმაციამ საზოგადოებაში, მათ შორის ოპოზიციაში, გამოიწვია საუბრები ცერემონიის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი სამინისტროების მიერ თანხების შესაძლო არამიზნობრივად გამოყენების შესახებ.
„პირველადი მონაცემებით, გამოყოფილი იყო 3 მილიონი ლარი, საიდანაც მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა, იქ ვიღაცას ფულის მოპარვა რომ სდომოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა. ეს არის პირველადი ინფორმაცია. კიდევ უფრო მეტად ჩავყვები და დეტალურ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით წარვუდგენთ საზოგადოებას“, - აღნიშნა კობახიძემ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა - პატრიარქს მოქალაქეები 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში გამოემშვიდობნენ. ერის სულიერ მამასთან გამოსამშვიდობებლად საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის საეკლესიო დელეგაცია და სახელმწიფოთა წარმომადგენელი ჩამოვიდა. ახალი პატრიარქი შიო III გახდა.