მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მოსკოვი და კიევი სამხედრო ტყვეების ახალი გაცვლისთვის ემზადებიან

© photo: Sputnik / Пресс-служба Минобороны РФ / გადასვლა მედიაბანკშიტყვეების გაცვლა
ტყვეების გაცვლა - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2026
გამოწერა
ტყვეთა გაცვლის ზუსტი თარიღი ჯერ არ საჯაროვდება
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. რუსეთი და უკრაინა სამხედრო ტყვეების მორიგი გაცვლისთვის ემზადებიან, განაცხადა რუსეთის ადამიანის უფლებათა კომისარმა იანა ლანტრატოვამ ეკატერინბურგში საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალის ფარგლებში.
„ჩვენ ვემზადებით ახალი გაცვლებისთვის. ამას არ დავმალავთ“, – ხაზგასმით აღნიშნა ომბუდსმენმა.
ჟურნალისტების კითხვაზე პასუხისას მან დააზუსტა, რომ ტყვედ ჩავარდნილი რუსი და უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების ახალი გაცვლის შესახებ მოლაპარაკებები ყველაზე აქტიურ ფაზაშია. თუმცა, ლანტრატოვას ზუსტი თარიღები ჯერ არ დაუსახელებია.
„ვგეგმავთ. თარიღთან დაკავშირებით ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვით“, – აღნიშნა ლანტრატოვამ.
საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალი ეკატერინბურგში 11-17 სექტემბრის პერიოდში იმართება. მასში 191 ქვეყნის 10 ათასი ადამიანი იღებს მონაწილეობას. ფესტივალის გენერალური მედიაპარტნიორია РИА Новости.
ყველა ახალი ამბავი
0