მაშველებმა დაშავებული ადამიანი მესტიიდან ვერტმფრენით გამოიყვანეს

© courtesy of Emergency Management Service of Georgiaსამაშველო ბრიგადა
სამაშველო ბრიგადა - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2026
გამოწერა
სამი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი სალაშქროდ იმყოფებოდა, ჯგუფის ერთმა წევრმა ქვედა კიდურის დაზიანება მიიღო და დამოუკიდებლად გადაადგილება ვეღარ შეძლო.
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. მესტიიდან, მდინარე არშირას მიმდებარედ, ალპურ ზონაში მყოფი დაშავებული პირი მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შესული ინფორმაციით, სამი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი სალაშქროდ იმყოფებოდა, ჯგუფის ერთმა წევრმა ქვედა კიდურის დაზიანება მიიღო და დამოუკიდებლად გადაადგილება ვეღარ შეძლო.
დაშავებულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაიწყო სამაშველო ოპერაციის დაგეგმვა, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.
სამაშველო სამსახურმა დაშავებული პიროვნება ვერტმფრენის საშუალებით ჩაიყვანეს ქუთაისში, საიდანაც მოხდა მისი კლინიკაში გადაყვანა.
ყველა ახალი ამბავი
0