მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ლავროვი გაეროს გენასამბლეაზე სიტყვით 26 სექტემბერს გამოვა

© photo: Sputnik / Grigori Sisoev / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2026
გამოწერა
როგორც ზახაროვამ აღნიშნა, მიმდინარე სესია მსოფლიო ტურბულენტობის პირობებში ტარდება.
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 22 სექტემბერს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება, განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ეკატერინბურგში, სადაც ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალი იმართება.
„მისი სამუშაო განრიგი ტრადიციულად მაქსიმალურად დატვირთული იქნება. ცენტრალური ელემენტი გახდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლა გენასამბლეის ტრიბუნიდან. მისი გამოსვლა 26 სექტემბერს არის დაგეგმილი“, – განაცხადა ზახაროვამ.
დიპლომატის თქმით, ნიუ-იორკში ლავროვი „მეგობრული, კონსტრუქციულად განწყობილი სახელმწიფოების“ წარმომადგენლებთან რიგ შეხვედრებს გამართავს . გარდა ამისა, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს მრავალმხრივი ღონისძიებების ფართო პროგრამა აქვს დაგეგმილი.
ზახაროვამ აღნიშნა, რომ მიმდინარე სესია მსოფლიო ტურბულენტობის პირობებში ტარდება. მისი თქმით, ეს განპირობებულია, უპირველეს ყოვლისა, კოლექტიური დასავლეთის სწრაფვით, ხელი შეუშალოს მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის დამკვიდრებას, გლობალური გამოწვევების გამწვავებით, კონფლიქტური კერების რაოდენობის ზრდითა და მსოფლიო ეკონომიკაში კრიზისული მოვლენების გაძლიერებით.
რუსეთის დელეგაციის პრიორიტეტები
რუსეთის დელეგაცია ფოკუსირებული იქნება მრავალპოლარულობის საფუძვლების განმტკიცებაზე, ევრაზიაში თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნაზე, კოლონიალიზმთან ბრძოლაზე, გლობალური ფინანსური არქიტექტურის რეფორმირებასა და ტერორიზმთან ბრძოლაში ძალისხმევის კონსოლიდაციაზე, განაცხადა დიპლომატმა. ზახაროვას თქმით, პრიორიტეტებს შორისაა განიარაღების სფეროში არსებული შეთანხმებების დასუსტების აღკვეთა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით თანასწორუფლებიანი თანამშრომლობის განვითარება.
„ჩვენ მტკიცედ ამოვდივართ იქიდან, რომ მსოფლიო ორგანიზაცია, მის მიმართ არსებული რეგულარული და ხშირად სამართლიანი კრიტიკის მიუხედავად, რჩება უალტერნატივო და ყველაზე წარმომადგენლობით პლატფორმად მრავალმხრივი დიპლომატიისა და კაცობრიობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე კოლექტიური პასუხების ძიებისთვის“, – ხაზგასმით აღნიშნა დიპლომატმა.
მანამდე ზახაროვამ განაცხადა, რომ აშშ-მა გაართულა რუსეთის ოფიციალური დელეგაციებისთვის ვიზების გაცემის პროცედურა. ახლა აშშ-ში ოფიციალური მივლინებისთვის დოკუმენტები ახლა ღონისძიებამდე არაუგვიანეს ორი თვით ადრე უნდა წარადგინონ. მოსკოვმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ვაშინგტონი, როგორც გაეროს მასპინძელი ქვეყანა, არღვევს თავის ვალდებულებებს რუსეთის წარმომადგენლებისთვის ხელოვნური დაბრკოლებების შექმნით.
ყველა ახალი ამბავი
0