https://sputnik-georgia.com/20260915/kobaxidze-chveni-mizania-rusopobia-avgkvetot-300607307.html
პრემიერი: ჩვენი მიზანია – რუსოფობია ჩანასახშივე აღვკვეთოთ
პრემიერი: ჩვენი მიზანია – რუსოფობია ჩანასახშივე აღვკვეთოთ
Sputnik საქართველო
რუსოფობია, ისევე როგორც ქსენოფობიის ყოველგვარი გამოვლინება, ქართველებისთვის არ არის ორგანული, აღნიშნა მთავრობის მეთაურმა. 15.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-15T17:03+0400
2026-09-15T17:03+0400
2026-09-15T17:03+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
ახალი ამბები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/15/294223327_0:75:1440:885_1920x0_80_0_0_6ca9e70fd8f3e29e7bc2055cbaa1afc1.jpg
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ჩვენი მიზანია, ჩანასახშივე აღმოვფხვრათ რუსოფობია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში. საქართველოს ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, რომ „დიფ სთეითმა“ საქართველოში საკუთარი აგენტურის გამოყენებით რუსოფობიის ხელოვნურად გასაღვივებლად ახალი გეგმა შეიმუშავა. მთავრობის მეთაურის თქმით, ქსენოფობია და კონკრეტულად კი რუსოფობია არის „ყველაზე ბნელი მოვლენა, რაც კი ადამიანმა შეიძლება წარმოიდგინოს“. ამასთან, საქართველოში რუსოფობიის გამოვლინებასთან დაკავშირებით კითხვის პასუხად პრემიერმა აღნიშნა, რომ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვისას მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს სახელმწიფო და ერი. მისი თქმით, მოსახლეობას ახლა ცნებების ჩანაცვლებას შთააგონებენ და რუსოფობიის სახით სთავაზობენ – ეს არის პოლიტიკის გადატანა ხალხისადმი დამოკიდებულებაზე.პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ ბევრი ტკივილი გადაიტანა რუსეთის პოლიტიკის გამო, მაგრამ ეს არ უნდა აისახოს ხალხის მიმართ დამოკიდებულებაზე. „საქართველოშიც უამრავია კარგი და ცუდი, ყველა ხალხი ამისგან შედგება“, - აღნიშნა კობახიძემ.ამასთან, პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ საქართველოს პოლიტიკა რუსეთის მიმართ უცვლელი დარჩება – პრაგმატული და, ამავდროულად, პრინციპული. მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რუსოფობია არ არის დამახასიათებელი ქართული საზოგადოებისთვის, ხოლო ანტირუსული განწყობები ქვეყანაში ხელოვნურად ღვივდება გარე ძალების მიერ. როგორც ადრე პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, ქართველი ხალხისთვის რუსოფობია დამახასიათებელი არ არის და ქვეყანაში ანტირუსული განწყობებს ხელოვნურად აღვივებენ გარე ძალები. ამ ფონზე, სუს-მა, რუსი ტურისტების წინააღმდეგ მიმართულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით, რომელიც, უწყების ვერსიით, საქართველოს ფარგლებს გარედან იმართება, „საბოტაჟის" მუხლით დაიწყო გამოძიება.საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ისინი ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთის) დამოუკიდებლობა აღიარა. დღეისათვის რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში ნარჩუნდება. საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის დაწყების ერთადერთ პირობად ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ასახელებს, ამასთან რუსეთთან ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/15/294223327_80:0:1360:960_1920x0_80_0_0_2ea73db2cfe61b2dac4ee08c2229ee7c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, ახალი ამბები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, ახალი ამბები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
პრემიერი: ჩვენი მიზანია – რუსოფობია ჩანასახშივე აღვკვეთოთ
რუსოფობია, ისევე როგორც ქსენოფობიის ყოველგვარი გამოვლინება, ქართველებისთვის არ არის ორგანული, აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ჩვენი მიზანია, ჩანასახშივე აღმოვფხვრათ რუსოფობია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში.
საქართველოს ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, რომ „დიფ სთეითმა“ საქართველოში საკუთარი აგენტურის გამოყენებით რუსოფობიის ხელოვნურად გასაღვივებლად ახალი გეგმა შეიმუშავა. მთავრობის მეთაურის თქმით, ქსენოფობია და კონკრეტულად კი რუსოფობია არის „ყველაზე ბნელი მოვლენა, რაც კი ადამიანმა შეიძლება წარმოიდგინოს“.
„ცნება „რუსოფობია“ კი არ უნდა მოკლათ, რუსოფობია ჩანასახშივე უნდა ამოვძირკვოთ საქართველოში. რუსოფობია, ისევე, როგორც ქსენოფობიის ყოველგვარი გამოვლინება, ქართველებისთვის არ არის ორგანული. ჩვენ ვართ ისტორიულად განთქმული სტუმარმასპინძლობით, ტოლერანტული დამოკიდებულებით უცხოელის მიმართ, უცხო ადამიანის მიმართ. ეს არ არის ორგანული ჩვენთვის“. - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, საქართველოში რუსოფობიის გამოვლინებასთან დაკავშირებით კითხვის პასუხად პრემიერმა აღნიშნა, რომ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვისას მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს სახელმწიფო და ერი.
„ძალიან მარტივად უნდა გავმიჯნოთ – დამოკიდებულება სახელმწიფოსადმი და დამოკიდებულება ხალხისა და ერისადმი. ერთია რუსოფობია და მეორეს დავარქვათ ანტირუსული განწყობა, ოღონდ ანტირუსულში ვიგულისხმოთ სახელმწიფოს მიმართ დამოკიდებულება და არა ხალხის მიმართ დამოკიდებულება“, - აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, მოსახლეობას ახლა ცნებების ჩანაცვლებას შთააგონებენ და რუსოფობიის სახით სთავაზობენ – ეს არის პოლიტიკის გადატანა ხალხისადმი დამოკიდებულებაზე.
პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ ბევრი ტკივილი გადაიტანა რუსეთის პოლიტიკის გამო, მაგრამ ეს არ უნდა აისახოს ხალხის მიმართ დამოკიდებულებაზე. „საქართველოშიც უამრავია კარგი და ცუდი, ყველა ხალხი ამისგან შედგება“, - აღნიშნა კობახიძემ.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ საქართველოს პოლიტიკა რუსეთის მიმართ უცვლელი დარჩება – პრაგმატული და, ამავდროულად, პრინციპული.
მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რუსოფობია არ არის დამახასიათებელი ქართული საზოგადოებისთვის, ხოლო ანტირუსული განწყობები ქვეყანაში ხელოვნურად ღვივდება გარე ძალების მიერ.
როგორც ადრე პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, ქართველი ხალხისთვის რუსოფობია დამახასიათებელი არ არის და ქვეყანაში ანტირუსული განწყობებს ხელოვნურად აღვივებენ გარე ძალები. ამ ფონზე, სუს-მა, რუსი ტურისტების წინააღმდეგ მიმართულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით, რომელიც, უწყების ვერსიით, საქართველოს ფარგლებს გარედან იმართება, „საბოტაჟის" მუხლით დაიწყო გამოძიება.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ისინი ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთის) დამოუკიდებლობა აღიარა.
დღეისათვის რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში ნარჩუნდება. საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის დაწყების ერთადერთ პირობად ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ასახელებს, ამასთან რუსეთთან ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს.