https://sputnik-georgia.com/20260915/guram-kashia-saniols-daexmareba-300608372.html
„ლეგენდა ბრუნდება“: გურამ კაშია საქართველოს ნაკრებში ვილი სანიოლს დაეხმარება
„ლეგენდა ბრუნდება“: გურამ კაშია საქართველოს ნაკრებში ვილი სანიოლს დაეხმარება
Sputnik საქართველო
ნაკრების ყოფილი კაპიტანი უკვე საქართველოშია და საქმიანობას სექტემბრის სანაკრებო პაუზიდანვე შეუდგება. 15.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-15T17:32+0400
2026-09-15T17:32+0400
2026-09-15T17:32+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/12/288460444_229:293:1286:887_1920x0_80_0_0_72e5a0133f8f368e0ebe8127ab8dfecd.jpg
თბილისი, 15 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი გურამ კაშია სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება და ნაკრების მწვრთნელ ვილი სანიოლის ასისტენტი გახდება, იუწყება „პირველი არხი“. გავრცელებული ინფორმაციით, „ჯვაროსნების“ ყოფილი კაპიტანი უკვე საქართველოშია და ეროვნულ გუნდში საქმიანობას სექტემბრის სანაკრებო პაუზისას დაიწყებს. გურამ კაშიამ 17-წლიანი სანაკრებო კარიერა რუმინეთის წინააღმდეგ მატჩით მიმდინარე წლის ივნისში დაასრულა. 38 წლის ფეხბურთელმა ნაკრების მაისურით 129 მატჩი ჩაატარა, გუნდი კაპიტნის სამკლაურით მოედანზე 51-ედ გაიყვანა და გულშემატკივრებს დაემშვიდობა. გურამ კაშიამ კარიერა „დინამო თბილისში“ დაიწყო, თუმცა ყველაზე წარმატებული პერიოდი ნიდერლანდებში, „ვიტესში“ გაატარა, რომელსაც 2010 წელს შეუერთდა და გადასვლიდან ორი წლის შემდეგ კაპიტანი გახდა. მან რვა სეზონის განმავლობაში 292 ოფიციალურ მატჩში ითამაშა (24 გოლი) და 2017 წელს ქვეყნის თასი მოიგო. შემდეგ იყო „სან ხოსე ერსქვეიქსი“, თბილისის „ლოკომოტივი“ და ბოლოს ბრატისლავას „სლოვანი“, რომლის შემადგენლობაშიც ბოლო მატჩი მიმდინარე წლის 16 მაისს ჩაატარა. სლოვაკურ კლუბთან ერთად იგი ხუთჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი. საქართველოს ნაკრებში კაშიამ სადებიუტო მატჩი 2009 წლის 1-ელ აპრილს, მონტენეგროს წინააღმდეგ ჩაატარა. 2018 წლის 14 ივნისიდან ეროვნული გუნდის კაპიტანი გახდა, იგი არის საქართველოს ეროვნული ნაკრების რეკორდსმენი ჩატარებული მატჩების რაოდენობით - კაშიამ საქართველოს ნაკრების მაისურით 128 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა. „ევრო 2024"-ის ფინალურ ეტაპზე ოთხივე შეხვედრაში გუნდს უკაპიტნა და ნაკრების სხვა წევრებთან ერთად ღირსების ორდენით დაჯილდოვდა. კაშია ორჯერ, 2012 და 2013 წლებში საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/12/288460444_288:261:1201:945_1920x0_80_0_0_6aab053633e7f264792834e449086818.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
„ლეგენდა ბრუნდება“: გურამ კაშია საქართველოს ნაკრებში ვილი სანიოლს დაეხმარება
ნაკრების ყოფილი კაპიტანი უკვე საქართველოშია და საქმიანობას სექტემბრის სანაკრებო პაუზიდანვე შეუდგება.
თბილისი, 15 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი გურამ კაშია სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება და ნაკრების მწვრთნელ ვილი სანიოლის ასისტენტი გახდება, იუწყება „პირველი არხი“.
გავრცელებული ინფორმაციით, „ჯვაროსნების“ ყოფილი კაპიტანი უკვე საქართველოშია და ეროვნულ გუნდში საქმიანობას სექტემბრის სანაკრებო პაუზისას დაიწყებს.
„ჩემი ყველაზე დიდი ოცნება საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მუშაობაა“, – განაცხადა ყოფილმა კაპიტანმა აგვისტოში მიცემულ ინტერვიუში.
გურამ კაშიამ 17-წლიანი სანაკრებო კარიერა რუმინეთის წინააღმდეგ მატჩით მიმდინარე წლის ივნისში დაასრულა. 38 წლის ფეხბურთელმა ნაკრების მაისურით 129 მატჩი ჩაატარა, გუნდი კაპიტნის სამკლაურით მოედანზე 51-ედ გაიყვანა და გულშემატკივრებს დაემშვიდობა.
გურამ კაშიამ კარიერა „დინამო თბილისში“ დაიწყო, თუმცა ყველაზე წარმატებული პერიოდი ნიდერლანდებში, „ვიტესში“ გაატარა, რომელსაც 2010 წელს შეუერთდა და გადასვლიდან ორი წლის შემდეგ კაპიტანი გახდა. მან რვა სეზონის განმავლობაში 292 ოფიციალურ მატჩში ითამაშა (24 გოლი) და 2017 წელს ქვეყნის თასი მოიგო.
შემდეგ იყო „სან ხოსე ერსქვეიქსი“, თბილისის „ლოკომოტივი“ და ბოლოს ბრატისლავას „სლოვანი“, რომლის შემადგენლობაშიც ბოლო მატჩი მიმდინარე წლის 16 მაისს ჩაატარა. სლოვაკურ კლუბთან ერთად იგი ხუთჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი.
საქართველოს ნაკრებში კაშიამ სადებიუტო მატჩი 2009 წლის 1-ელ აპრილს, მონტენეგროს წინააღმდეგ ჩაატარა. 2018 წლის 14 ივნისიდან ეროვნული გუნდის კაპიტანი გახდა, იგი არის საქართველოს ეროვნული ნაკრების რეკორდსმენი ჩატარებული მატჩების რაოდენობით - კაშიამ საქართველოს ნაკრების მაისურით 128 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა. „ევრო 2024"-ის ფინალურ ეტაპზე ოთხივე შეხვედრაში გუნდს უკაპიტნა და ნაკრების სხვა წევრებთან ერთად ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.
კაშია ორჯერ, 2012 და 2013 წლებში საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.