მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროპარლამენტარი კარტაიზერი: კორუფცია ევროკავშირში კიევისადმი მხარდაჭერას ასუსტებს

© photo: Sputnik / Стрингер / გადასვლა მედიაბანკშიუკრაინის რადას შენობა
უკრაინის რადას შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2026
გამოწერა
ბოლო პერიოდის გახმაურებული კორუფციული სკანდალები ევროპელებში კიევისადმი მხარდაჭერის შემცირებას იწვევს.
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. უკრაინისადმი საზოგადოებრივი მხარდაჭერა ევროკავშირის ქვეყნებში ბოლო თვეებში საგრძნობლად სუსტდება, ამ ტენდენციის ერთ-ერთი მიზეზი კი კორუფციული სკანდალებია, მიიჩნევს ლუქსემბურგელი ევროპარლამენტარი ფერნანდ კარტაიზერი, იუწყება სააგემტო РИА Новости.
მისი აზრით, ევროპელების დამოკიდებულება უკრაინის მიმართ გაუარესდა, კერძოდ, დიდი რეზონანსის მქონე „ოქროს უნიტაზის“ ისტორიის შემდეგ. ევროდეპუტატი კიევის მხარდაჭერის შემცირებას ქვეყანაში კორუფციის მასშტაბებს უკავშირებს.
კარტაიზერმა ეს სიტუაცია უკრაინის ანტიკორუფციული სტრუქტურების ირგვლივ განვითარებული ახალი მოვლენების ფონზე შეაფასა.
უკრაინის გადამდგარმა გენპროკურორმა, რუსლან კრავჩენკომ მანამდე განაცხადა, რომ მზადდება ბრალდება უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (НАБУ) დირექტორ სემენ კრივონოსის წინააღმდეგ.
კრავჩენკოს მტკიცებით, საქმე ეხება ოფიციალური დოკუმენტების გაყალბებას განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო სარგებლის მიღების მიზნით, ასევე — ფიქტიურ შვილად აყვანას, რომელიც, სავარაუდოდ, სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების საფუძვლის შექმნას ისახავდა მიზნად.
2025 წლის ზაფხულში უკრაინის ხელისუფლება კორუფციასთან ბრძოლის სისტემასთან დაკავშირებული სერიოზული სკანდალის წინაშე აღმოჩნდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მცდელობა იყო, შეეზღუდათ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) და ანტიკორუფციული პროკურატურის სპეციალიზებული ოფისის (SAPO) დამოუკიდებლობა. მოგვიანებით, ქვეყნის შიგნით გამართული საპროტესტო აქციებისა და დასავლელი პარტნიორების მხრიდან გამოთქმული კრიტიკის ფონზე, აღნიშნული ცვლილებები გაუქმდა.
ყველა ახალი ამბავი
0