https://sputnik-georgia.com/20260915/aragvis-xidebze-transportis-mozraoba-sheizgudeba-300600075.html
16-17 სექტემბერს არაგვის ხიდებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
16-17 სექტემბერს არაგვის ხიდებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
Sputnik საქართველო
ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვის დაწესების მიზეზი ხიდების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევაა. 15.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-15T22:29+0400
2026-09-15T22:29+0400
2026-09-15T22:29+0400
საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ტრანსპორტი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/01/287124827_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_d578989cb4ca0a1752e345b87b152f7b.jpg
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. მდინარე არაგვზე არსებულ ხიდებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 16 და 17 სექტემბერს დროებით, მონაცვლეობით შეიზღუდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.უწყების ცნობით, შეზღუდვის მიზეზი, რომელიც ორივე დღეს 05:00-დან 07:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს, ხიდების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევაა.კერძოდ, 16 სექტემბერს შეზღუდვა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკის მიმართულებით იმოქმედებს. ამ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა საავტომობილო გზის მე-19 კმ-დან ზაჰესი–მცხეთა–კავთისხევი–გორი–სკრა–ქარელი–ოსიაურის გზაზე გადაერთვება. ასევე ჩაიკეტება ზაჰესის, წიწამურისა და წიწამურის ხევის სატრანსპორტო კვანძებზე არსებული შესაბამისი პანდუსები.17 სექტემბერს კი მოძრაობა სენაკი–თბილისის მიმართულებით შეიზღუდება. ავტოტრანსპორტი ნარეკვავი–მცხეთა–რკინიგზის სადგურისა და ზაჰესი–მცხეთა–კავთისხევი–გორი–სკრა–ქარელი–ოსიაურის საავტომობილო გზებით გადაერთვება და ზაჰესის სატრანსპორტო კვანძის გავლით თბილისი–სენაკი–ლესელიძისა და თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზებს დაუკავშირდება.საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბოდიშს უხდის მოქალაქეებს შექმნილი დროებითი დისკომფორტის გამო და მოუწოდებს, გაითვალისწინონ დაწესებული შეზღუდვები გადაადგილების დაგეგმვისას.მდინარე არაგვზე გადასასვლელი ხიდი 1973 წელს აშენდა და მისი სავალი ნაწილი პერიოდულად საჭიროებს აღდგენით სამუშაოებს. ხიდის სრული რეაბილიტაცია ალტერნატიული სამოძრაო გზის არარსებობის გამო ვერ ხერხდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/01/287124827_0:0:1820:1365_1920x0_80_0_0_d57e305bdda2073067eb7a32ca928c00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
16-17 სექტემბერს არაგვის ხიდებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვის დაწესების მიზეზი ხიდების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევაა.
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. მდინარე არაგვზე არსებულ ხიდებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 16 და 17 სექტემბერს დროებით, მონაცვლეობით შეიზღუდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყების ცნობით, შეზღუდვის მიზეზი, რომელიც ორივე დღეს 05:00-დან 07:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს, ხიდების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევაა.
კერძოდ, 16 სექტემბერს შეზღუდვა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკის მიმართულებით იმოქმედებს. ამ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა საავტომობილო გზის მე-19 კმ-დან ზაჰესი–მცხეთა–კავთისხევი–გორი–სკრა–ქარელი–ოსიაურის გზაზე გადაერთვება. ასევე ჩაიკეტება ზაჰესის, წიწამურისა და წიწამურის ხევის სატრანსპორტო კვანძებზე არსებული შესაბამისი პანდუსები.
17 სექტემბერს კი მოძრაობა სენაკი–თბილისის მიმართულებით შეიზღუდება. ავტოტრანსპორტი ნარეკვავი–მცხეთა–რკინიგზის სადგურისა და ზაჰესი–მცხეთა–კავთისხევი–გორი–სკრა–ქარელი–ოსიაურის საავტომობილო გზებით გადაერთვება და ზაჰესის სატრანსპორტო კვანძის გავლით თბილისი–სენაკი–ლესელიძისა და თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზებს დაუკავშირდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბოდიშს უხდის მოქალაქეებს შექმნილი დროებითი დისკომფორტის გამო და მოუწოდებს, გაითვალისწინონ დაწესებული შეზღუდვები გადაადგილების დაგეგმვისას.
მდინარე არაგვზე გადასასვლელი ხიდი 1973 წელს აშენდა და მისი სავალი ნაწილი პერიოდულად საჭიროებს აღდგენით სამუშაოებს. ხიდის სრული რეაბილიტაცია ალტერნატიული სამოძრაო გზის არარსებობის გამო ვერ ხერხდება.