სრული სისწრაფით: უჩვეულო რბოლები თბილისში – ვიდეო

გამოწერა
ხელნაკეთმა ბოლიდებმა თბილისი დაიპყრეს - საქართველოს დედაქალაქში Red Bull Soapbox Race-ის რბოლა უკვე მეორედ გაიმართა. მონაწილეები ერთმანეთს ქალაქის ისტორიულ ცენტრში, ღვინის აღმართზე შეეჯიბრნენ.
საკუთარი ხელით აწყობილი მანქანებით სტარტზე 20 გუნდი გამოვიდა. ბოლიდები მოძრაობისას მთლიანად ექვემდებარებიან გრავიტაციის ძალას. რბოლა სპეციალურად მოწყობილ 300-მეტრიან, წინაღობებით სავსე ქვაფენილიან დაღმართზე ჩატარდა. სიჩქარის გარდა, ჟიური ბოლიდის კონსტრუქციის ორიგინალობასაც აფასებდა.
რბოლის მიმართ ინტერესი დიდი იყო – განაცხადი დაახლოებით 150-მა გუნდმა წარადგინა, მათგან ფინალურ ეტაპზე მხოლოდ 20 გადავიდა. მთავარი პრიზი იყო მოგზაურობა ბაქოში, აზერბაიჯანის „ფორმულა 1-ის“ გრან-პრიზე.
ყველა ახალი ამბავი
0