https://sputnik-georgia.com/20260914/saqartveloshi-xorcproduqtebs-eleqtronulad-gaakontoleben-300588339.html
სურსათის ეროვნული სააგენტო ხორცსა და ხორცპროდუქტებს ელექტრონულად გააკონტროლებს
სურსათის ეროვნული სააგენტო ხორცსა და ხორცპროდუქტებს ელექტრონულად გააკონტროლებს
Sputnik საქართველო
ახალი სისტემის დანერგვა გააძლიერებს ხორცისა და ხორცპროდუქტების კონტროლს და ხელს შეუწყობს სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის უფრო თანამედროვე და ეფექტიანი... 14.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-14T16:00+0400
2026-09-14T16:00+0400
2026-09-14T16:00+0400
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/1d/296404415_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_1ae826a9eaaeb03318e58caa2e34bfce.jpg
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტო ხორცისა და ხორცპროდუქტების კონტროლის ეფექტიანობისთვის ელექტრონულ სისტემას დანერგავს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სააგენტოს ცნობით, ახალი სისტემის დანერგვა გააძლიერებს ხორცისა და ხორცპროდუქტების მონიტორინგს და ხელს შეუწყობს სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის თანამედროვე მექანიზმის შექმნას.უწყების ცნობით, კონტროლის ელექტრონული სისტემა პროდუქტის წარმოშობისა და გადაადგილების შესახებ ინფორმაციის მოძიებას გაამარტივებს. „მიკვლევადობა ნიშნავს შესაძლებლობას, ვიცოდეთ ხორცის წარმომავლობა, რა გზას გადის ის „ფერმიდან სუფრამდე", ანუ მარტივდება პროდუქტის წარმოშობისა და გადაადგილების შესახებ ინფორმაციის მოძიება“, - აღნიშლია ინფორმაციაში. როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, რომ შემუშავებული სისტემა სრულ თანხვედრაშია ევროკავშირის შესაბამის მოთხოვნებთან და წარმოადგენს მნიშვნელოვან პროგრესს საქართველოში სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის მიმართულებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/1d/296404415_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_4bef9986566780cd64ebfb4b7685d7ec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
სურსათის ეროვნული სააგენტო ხორცსა და ხორცპროდუქტებს ელექტრონულად გააკონტროლებს
ახალი სისტემის დანერგვა გააძლიერებს ხორცისა და ხორცპროდუქტების კონტროლს და ხელს შეუწყობს სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის უფრო თანამედროვე და ეფექტიანი მექანიზმის შექმნას, აცხადებენ უწყებაში.
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტო ხორცისა და ხორცპროდუქტების კონტროლის ეფექტიანობისთვის ელექტრონულ სისტემას დანერგავს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტოს ცნობით, ახალი სისტემის დანერგვა გააძლიერებს ხორცისა და ხორცპროდუქტების მონიტორინგს და ხელს შეუწყობს სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის თანამედროვე მექანიზმის შექმნას.
„ხორცი და ხორცპროდუქტები მაღალი რისკის სურსათს განეკუთვნება და მის ეფექტიან კონტროლს ადამიანების ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამ მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) NAITS პროექტის ტექნიკური მხარდაჭერით, ელექტრონულ სისტემას ნერგავს, რაც ხორცისა და ხორცპროდუქტების უვნებლობისა და მიკვლევადობის უზრუნველყოფის მიმართულებით კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია“, -აღნიშულია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, კონტროლის ელექტრონული სისტემა პროდუქტის წარმოშობისა და გადაადგილების შესახებ ინფორმაციის მოძიებას გაამარტივებს.
„მიკვლევადობა ნიშნავს შესაძლებლობას, ვიცოდეთ ხორცის წარმომავლობა, რა გზას გადის ის „ფერმიდან სუფრამდე", ანუ მარტივდება პროდუქტის წარმოშობისა და გადაადგილების შესახებ ინფორმაციის მოძიება“, - აღნიშლია ინფორმაციაში.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, რომ შემუშავებული სისტემა სრულ თანხვედრაშია ევროკავშირის შესაბამის მოთხოვნებთან და წარმოადგენს მნიშვნელოვან პროგრესს საქართველოში სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის მიმართულებით.