საქართველო ანტარქტიდის საერთაშორისო კვლევის პროგრამას შეუერთდება

© photo: Sputnik / Tarasov / გადასვლა მედიაბანკშიანტარქტიდა
ანტარქტიდა - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2026
გამოწერა
თანამშრომლობის მიზანია საქართველოს მონაწილეობის ხელშეწყობა ანტარქტიდასა და კრიოსფეროში საერთაშორისო სამეცნიერო საქმიანობაში, ასევე ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერება ამ სფეროში.
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ და კრიოსფეროს ფონდმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტოს პრეს-სამსახური ავრცელებს.
თანამშრომლობის მიზანია საქართველოს მონაწილეობის ხელშეწყობა ანტარქტიდასა და კრიოსფეროში საერთაშორისო სამეცნიერო საქმიანობაში, ასევე ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერება ამ სფეროში. მემორანდუმს ხელი მოაწერეს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ელენე გუბიანურმა და კრიოსფეროს ფონდის მრჩეველმა რობინ ვუდჰედმა.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები გეგმავენ ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ჩატარებას, საერთაშორისო პროექტებსა და სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობას, მკვლევართა გაცვლის ორგანიზებას, აგრეთვე ანტარქტიკული კვლევების სამეცნიერო კომიტეტში (SCAR) საქართველოს გაწევრიანების მხარდაჭერას.
„ჩვენი ქვეყნისთვის, სადაც კავკასიონის უნიკალური მყინვარები მდებარეობს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაცია და ამ მიმართულებით სამეცნიერო ცოდნის გაღრმავება. დღეს, როდესაც მსოფლიო გლობალური კლიმატის ცვლილებისა და მყინვარების სწრაფი დნობის წინაშე დგას, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს“, — განაცხადა გუბიანურმა.
ფონდი კრიოსფეროს სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერით არის დაკავებული. ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოში გლაციოლოგიური (მყინვარების შემსწავლელი) კვლევების განვითარებას და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერებას.
ყველა ახალი ამბავი
0