მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუტე: ნატოს რუსეთის წინააღმდეგ საიდუმლო იარაღი აქვს

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიმარკ რუტე
მარკ რუტე - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2026
გამოწერა
სამხედრო ბლოკს აქვს მოსკოვისთვის წინააღმდეგობის გაწევის საშუალებები, თუმცა ზოგიერთი ზომა საიდუმლოდ დარჩება
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. ნატოს გენმდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ალიანსს რუსეთის ქმედებებზე რეაგირების სხვადასხვა გზა აქვს, თუმცა ყველა მათგანი არ გასაჯაროვდება, იუწყება სააგენტო РИА Новости.
„ჩვენ პასუხის ყველა ვარიანტი გვაქვს. უბრალოდ, ყოველთვის ვერ გეტყვით, რაში მდგომარეობს ისინი. ამიტომ, ზოგიერთი მათგანი იქნება საჯარო, ზოგი კი არა“, — განაცხადა რუტემ.
ნატოს გენმდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ალიანსი აპირებს არა მხოლოდ გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა, არამედ გაზარდოს მისი მოცულობებიც.
თავის მხრივ, რუსეთმა ბოლო წლებში არაერთხელ გაამახვილა ყურადღება თავის დასავლეთ საზღვრებთან ნატოს აქტივობის გაძლიერებაზე. მოსკოვმა ასევე გამოხატა შეშფოთება ევროპაში ალიანსის სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდის გამო.
ყველა ახალი ამბავი
0