მცხეთაში ავარია მსხვერპლით დასრულდა

© photo: Sputnik / Stringer„სასწრაფო დახმარება"
„სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2026
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა.
თბილისი, 14 სექტემბერი - Sputnik. მცხეთაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 პირი ემსხვერპლა, იუწყება ქართული მედია.
შემთხვევა გუშინ მოხდა - ავარიის შედეგად ასევე დაშავდა 3 პირი, რომელიც სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით „სასწრაფო დახმარების" ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0