https://sputnik-georgia.com/20260914/ekonomikis-saministro-saqartvelos-transportis-seqtorze-300600246.html
ისტორიული მაქსიმუმი: ეკონომიკის სამინისტრო საქართველოს ტრანსპორტის სექტორზე
ისტორიული მაქსიმუმი: ეკონომიკის სამინისტრო საქართველოს ტრანსპორტის სექტორზე
Sputnik საქართველო
ტვირთების საერთო მოცულობამ 13,7 მილიონი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ით მეტია. 14.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-14T22:37+0400
2026-09-14T22:37+0400
2026-09-14T22:37+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს ეკონომიკა
სტატისტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/17/263812421_0:48:3361:1939_1920x0_80_0_0_5186d453051574e8fe4ead02ba931b65.jpg
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს სატრანსპორტო-ლოჯისტიკურმა სექტორმა 2026 წლის რვა თვეში ბოლო ათწლეულის რეკორდები მოხსნა – წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის სამოქალაქო ავიაციაში, რკინიგზასა და ქვეყნის საზღვაო პორტებსა და ტერმინალებში გადაზიდვების მოცულობამ ერთდროულად ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, განაცხადეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.უწყების ცნობით, საქართველოს საზღვაო პორტებსა და ტერმინალებში დამუშავებული ტვირთების საერთო მოცულობამ 13,7 მილიონი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ით მეტია.ეს მაჩვენებელი იანვარ-აგვისტოს პერიოდისთვის ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი შედეგია, ამასთან, ზრდა დაფიქსირდა ტვირთების ყველა კატეგორიაში.ამავე პერიოდში პორტებში დამუშავებული კონტეინერების რაოდენობამ 554 174 TEU შეადგინა, რაც 9%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს, რაც ასევე ათწლეულის რეკორდს წარმოადგენს.რაც შეეხება სარკინიგზო სექტორს, რკინიგზით გადაზიდული ტვირთების საერთო მოცულობამ 9,7 მილიონ ტონას მიაღწია, რაც 11%-ით მეტია 2025 წლის რვა თვის მაჩვენებელზე.ეკონომიკის სამინისტრომ განსაკუთრებით აღნიშნა უშუალოდ ტრანზიტულ რეჟიმში გადაზიდული ტვირთების მოცულობა, რომელიც 14%-ით გაიზარდა.„აღნიშნული შედეგი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოსა და „შუა დერეფნის" მზარდ როლს საერთაშორისო სატრანსპორტო დაკავშირებადობაში“, – აღნიშნა ეკონომიკის სამინისტრომ.რაც შეეხება საჰაერო ტვირთბრუნვას, აეროპორტებმა 29,3 ათასი ტონა ტვირთი დაამუშავეს, რაც 30%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, ასევე ათწლეულის რეკორდს წარმოადგენს.ავიაციის სექტორში პოზიტიური დინამიკა სამგზავრო გადაყვანების სფეროშიც შეინიშნება.საავიაციო სექტორში დადებითი დინამიკა შეინიშნება მგზავრთგადაყვანის მიმართულებითაც.საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები საანგარიშო პერიოდში 5,7 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც გასულ წელთან შედარებით 1%-ით მეტია და ბოლო ათწლეულის მანძილზე, წლის პირველი 8 თვის ჭრილში ყველაზე მაღალ შედეგს წარმოადგენს.ამასთან, უშუალოდ აგვისტოში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით თვიურ ჭრილშიც ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/17/263812421_630:0:3361:2048_1920x0_80_0_0_f94e74bb9f55d2aadf8fe253b0e6afa2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, სტატისტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, სტატისტიკა, ახალი ამბები
ისტორიული მაქსიმუმი: ეკონომიკის სამინისტრო საქართველოს ტრანსპორტის სექტორზე
ტვირთების საერთო მოცულობამ 13,7 მილიონი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ით მეტია.
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს სატრანსპორტო-ლოჯისტიკურმა სექტორმა 2026 წლის რვა თვეში ბოლო ათწლეულის რეკორდები მოხსნა – წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის სამოქალაქო ავიაციაში, რკინიგზასა და ქვეყნის საზღვაო პორტებსა და ტერმინალებში გადაზიდვების მოცულობამ ერთდროულად ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, განაცხადეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.
უწყების ცნობით, საქართველოს საზღვაო პორტებსა და ტერმინალებში დამუშავებული ტვირთების საერთო მოცულობამ 13,7 მილიონი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ით მეტია.
ეს მაჩვენებელი იანვარ-აგვისტოს პერიოდისთვის ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი შედეგია, ამასთან, ზრდა დაფიქსირდა ტვირთების ყველა კატეგორიაში.
ამავე პერიოდში პორტებში დამუშავებული კონტეინერების რაოდენობამ 554 174 TEU შეადგინა, რაც 9%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს, რაც ასევე ათწლეულის რეკორდს წარმოადგენს.
რაც შეეხება სარკინიგზო სექტორს, რკინიგზით გადაზიდული ტვირთების საერთო მოცულობამ 9,7 მილიონ ტონას მიაღწია, რაც 11%-ით მეტია 2025 წლის რვა თვის მაჩვენებელზე.
ეკონომიკის სამინისტრომ განსაკუთრებით აღნიშნა უშუალოდ ტრანზიტულ რეჟიმში გადაზიდული ტვირთების მოცულობა, რომელიც 14%-ით გაიზარდა.
„აღნიშნული შედეგი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოსა და „შუა დერეფნის" მზარდ როლს საერთაშორისო სატრანსპორტო დაკავშირებადობაში“, – აღნიშნა ეკონომიკის სამინისტრომ.
რაც შეეხება საჰაერო ტვირთბრუნვას, აეროპორტებმა 29,3 ათასი ტონა ტვირთი დაამუშავეს, რაც 30%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, ასევე ათწლეულის რეკორდს წარმოადგენს.
ავიაციის სექტორში პოზიტიური დინამიკა სამგზავრო გადაყვანების სფეროშიც შეინიშნება.
საავიაციო სექტორში დადებითი დინამიკა შეინიშნება მგზავრთგადაყვანის მიმართულებითაც.
საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები საანგარიშო პერიოდში 5,7 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც გასულ წელთან შედარებით 1%-ით მეტია და ბოლო ათწლეულის მანძილზე, წლის პირველი 8 თვის ჭრილში ყველაზე მაღალ შედეგს წარმოადგენს.
ამასთან, უშუალოდ აგვისტოში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით თვიურ ჭრილშიც ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა.