https://sputnik-georgia.com/20260914/dgeidan-meoradi-charicxvebi-ickeba-300583543.html
დღეიდან ე.წ. მეორადი ჩარიცხვები იწყება
დღეიდან ე.წ. მეორადი ჩარიცხვები იწყება
Sputnik საქართველო
აბიტურიენტებმა სასურველი რაოდენობის საბაკალავრო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები უნდა აირჩიონ 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების... 14.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-14T10:26+0400
2026-09-14T10:26+0400
2026-09-14T10:26+0400
საქართველო
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლება საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/04/299473080_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_a62f4e94303d1a3af03f883635e677d4.jpg
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. დღეიდან აბიტურიენტებს შესაძლებლობა ეძლევათ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში მიიღონ მონაწილეობა და აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივითა და ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წესში შესული ცვლილებების საფუძველზე იქნა მიღებული, რაც ბარიერგადალახულ აბიტურიენტებს კიდევ ერთ შანსს აძლევს. როგორც განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, გადაწყვეტილება ერთჯერადია და მეორადი ჩარიცხვის პრაქტიკის მუდმივ აღდგენას არ გულისხმობს.უწყების ცნობით, ე.წ. მეორადი ჩარიცხვისთვის პროგრამების არჩევის პროცესში აბიტურიენტებს დაეხმარებათ გამოცდების ეროვნული ცენტრის განახლებული ელექტრონული ბუკლეტი – „ცნობარი აბიტურიენტებისთვის“, რომელშიც მოცემულია დეტალური ინფორმაცია უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებისა და აბიტურიენტთა მისაღები ადგილების შესახებ.პროგრამების არჩევისას მნიშვნელოვანია, აბიტურიენტებმა გაითვალისწინონ:აბიტურიენტებმა სასურველი რაოდენობის საბაკალავრო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები უნდა აირჩიონ 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გათვალისწინებით.ე.წ.მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობას მიიღებს ის 1,795 ბარიერგადალახული აბიტურიენტი, რომლებმაც 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველა საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, თუმცა, რეიტინგული სიით პირველად ეტაპზე ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვეს. ამავე უფლებით ისარგებლებენ ის აბიტურიენტები, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახეს, თუმცა დაძლიეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.2026 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მონაწილეობა 40 ათასამდე აბიტურიენტმა მიიღო. მათგან ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 34,150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/04/299473080_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_8f939ebc740fe39a5fc9b2bf9a86e091.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი , განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი , განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
დღეიდან ე.წ. მეორადი ჩარიცხვები იწყება
აბიტურიენტებმა სასურველი რაოდენობის საბაკალავრო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები უნდა აირჩიონ 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გათვალისწინებით
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. დღეიდან აბიტურიენტებს შესაძლებლობა ეძლევათ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში მიიღონ მონაწილეობა და აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივითა და ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წესში შესული ცვლილებების საფუძველზე იქნა მიღებული, რაც ბარიერგადალახულ აბიტურიენტებს კიდევ ერთ შანსს აძლევს. როგორც განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, გადაწყვეტილება ერთჯერადია და მეორადი ჩარიცხვის პრაქტიკის მუდმივ აღდგენას არ გულისხმობს.
„მეორადი ჩარიცხვის პროცესი 14 სექტემბრის 11:00 საათიდან დაიწყება და 18 სექტემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, ე.წ. მეორადი ჩარიცხვისთვის პროგრამების არჩევის პროცესში აბიტურიენტებს დაეხმარებათ გამოცდების ეროვნული ცენტრის განახლებული ელექტრონული ბუკლეტი – „ცნობარი აბიტურიენტებისთვის“, რომელშიც მოცემულია დეტალური ინფორმაცია უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებისა და აბიტურიენტთა მისაღები ადგილების შესახებ.
პროგრამების ასარჩევად 14 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით აბიტურიენტი უნდა ეწვიოს სარეგისტრაციო პორტალს www.online.naec.ge, აირჩიოს ბანერი – „ერთიანი ეროვნული გამოცდები – მეორადი ჩარიცხვა“, გაიაროს ავტორიზაცია პირადი ნომრითა და უკვე არსებული პაროლით, შემდეგ კი აირჩიოს სასურველი საგანმანათლებლო პროგრამები.
პროგრამების არჩევისას მნიშვნელოვანია, აბიტურიენტებმა გაითვალისწინონ:
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თითოეული საგნისთვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი; საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობა; პროგრამის სწავლის საფასური; ქალაქი, სადაც ხორციელდება საგანმანათლებლო პროგრამა.
აბიტურიენტებმა სასურველი რაოდენობის საბაკალავრო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები უნდა აირჩიონ 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გათვალისწინებით.
ე.წ.მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობას მიიღებს ის 1,795 ბარიერგადალახული აბიტურიენტი, რომლებმაც 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველა საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, თუმცა, რეიტინგული სიით პირველად ეტაპზე ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვეს. ამავე უფლებით ისარგებლებენ ის აბიტურიენტები, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახეს, თუმცა დაძლიეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
2026 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მონაწილეობა 40 ათასამდე აბიტურიენტმა მიიღო. მათგან ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 34,150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა.