ფინანსთა სამინისტრო: ქვეყანაში უცხოელი ვიზიტორების რიცხვი 2,7%-ით შემცირდა

© photo: Sputnikტურისტები
ტურისტები - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2026
გამოწერა
საანგარიშო პერიოდში საქართველოს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა დაახლოებით 1,93 მლრდ დოლარი შეადგინა
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში ვიზიტად მყოფი უცხოელი მოქალაქეების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,7%-ით, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2%-ით შემცირდა, ნათქვამია ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტში წარდგენილ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ექვსთვიან ანგარიშში.
უწყების ცნობით, წლის პირველ ნახევარში საქართველოს დაახლოებით 2,73 მილიონი უცხოელი ეწვია, გასულ წელს კი აღნიშნული მაჩვენებელი 2,81 მილიონი იყო.
ამასთან, ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ დაახლოებით 2,27 მილიონი შეადგინა, რაც 0,1%-ით მეტია 2025 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელთან შედარებით.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა დაახლოებით 1,93 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 39,3 მილიონი დოლარით, ანუ 2%-ით ნაკლებია.
ყველა ახალი ამბავი
0