თორნიკე შენგელია ახალ სეზონს „რეალთან“ მატჩით იწყებს

© photo: Sputnik / Mikhail Serbin / გადასვლა მედიაბანკშითორნიკე შენგელია
თორნიკე შენგელია - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2026
გამოწერა
შენგელია „დუბაის" გასულ თვეში შეუერთდა.
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია 2026-27 წლების სეზონში „დუბაის“ ღირსებას დაიცავს, რომელიც ევროლიგასა და ადრიატიკის ლიგაზე ასპარეზობს.
შენგელია „დუბაის" გასულ თვეში შეუერთდა.
შენგელიას თანაგუნდელებმა შეკრება ანტალიაში გაიარეს, სადაც ოთხი მატჩი ჩაატარეს – ორი მოიგეს, ორში დამარცხდნენ.
კლუბმა ბოლო შეხვედრა „ეფესთან“ გამართა და ანგარიშით 79:75 გაიმარჯვა - თორნიკე შენგელია „დუბაის“ 11 ქულით შეეწია.
სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს გუნდი დუბაიში გამართავს – 24 სექტემბერს ევროლიგაზე მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს. ამას მოჰყვება ადრიატიკის ლიგაზე „ვენასთან“ საშინაო შეხვედრა, ხოლო 29-ში შენგელიას ყოფილი კლუბი, „ბარსელონა“ ჩავა დუბაიში.
ყველა ახალი ამბავი
0